მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოსალოდნელია თუ არა ევროპის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის გადახედვა? – წულუკიანის განმარტება

5cc1780453cd0
BM.GE
25.04.19 13:01
699
"უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ საქართველოს ახალგაზრდა თაობას უვიზო მიმოსვლა შევუნარჩუნოთ", - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ევროკომისიის მიგრაციის და საგარეო საქმეთა დირექტორატის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, წულუკიანმა განაცხადა, რომ ახალგაზრდებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, თავიანთი თანამოაზრეები, მეგობრები ევროპაში მოინახულონ, გაეცნონ იქაურ სისტემას ან თუნდაც, საზაფხულო სკოლაში მიიღონ მონაწილეობა.

მინისტრის განცხადებით, ევროკავშირის წარმომადგენლებთან ერთად მთავრობა იმუშავებს უვიზო რეჟიმის შენარჩუნებისათვის, რომელსაც ბოლო დროს განსაკუთრებული სიძნელეები შეექმნა.

"ეს არის რეალობა და ჩვენი პარტნიორები ევროპიდან საუბრობენ უკვე იმაზე, რომ ჩვენი მოქალაქეები − ზოგიერთი მათგანი − ბოროტად იყენებენ უვიზო მიმოსვლის მექანიზმს და გარკვეული ცვლილებები იქნება საჭირო, რათა უვიზო რეჟიმით ისარგებლონ მათ, ვინც კეთილსინდისიერად მიემგზავრება შენგენის სივრცეში და ვინც შემდგომ ბრუნდება. რა თქმა უნდა, ეს არის ამოსავალი წერტილი სწორედ უვიზო მიმოსვლისა, რომ ეს არ არის უფლება იქ წასვლის და დარჩენის, ან იქ სამუშაოს მოთხოვნის; ეს არის ტურისტული, ან სხვა მოკლევადიანი მიზნებისთვის უვიზოდ მგზავრობის − ჩასვლის და ჩამოსვლის − უნიკალური შესაძლებლობა.

ვისაუბრეთ იმაზე, რომ უვიზო რეჟიმი არის ჩვენი ახალგაზრდა თაობისთვის, ვისაც ევროპული არჩევანი წინაპრების დროიდან აქვს გაკეთებული და მათი ევროპული მომავლისათვის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი, რომ თავიანთი თანამოაზრეები, მეგობრები ევროპაში მოინახულონ, გაეცნონ იქაურ სისტემას ან თუნდაც, საზაფხულო სკოლაში მიიღონ მონაწილეობა მოკლე ვადით და ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ საქართველოს ახალგაზრდა თაობას უვიზო მიმოსვლა შევუნარჩუნოთ", − განცხადა წულუკიამა.