მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მორიგი მწვავე ინციდენტი აშშ-სა და ირანს შორის

5d31a4b82ceea
BM.GE
19.07.19 15:17
5081
აშშ–ის სამხედრო-საზღვაო ძალების გემმა ჰორმუზის სრუტეში ირანული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო. ინფორმაციას CNN აშშ-ის პრეზიდენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც დონალდ ტრამპმა განაცხადა, ირანული დრონი ამერიკულ გემს 900 მეტრის მანძილზე მიუახლოვდა და ხომალდისთვის, ისევე როგორც ეკიპაჟის წევრებისთვის, საფრთხეს წარმოადგენდა.

თეთრი სახლის ლიდერმა ფაქტი ირანის მხრიდან მორიგ პროვოკაციად შეაფასა.

"ეს არის მორიგი მაგალითი, ბევრი მაპროვოცირებელი და მტრული ქმედებისა ირანის მხრიდან. შტატებმა გამოიყენა უფლება, დაეცვა თავისი შეიარაღება და ხომალდის წევრები", - დასძინა ტრამპმა.

ირანული მხარე ფაქტს ჯერ-ჯერობით კატეგორიულად უარყოფს. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ მოჰამედ ჯავადის ცნობით, მათ მსგავსი შემთხვევის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.