12.იანვარი .2016 16:57

Morgan Stanley-ი ნავთობის კიდევ 25%-იან გაიაფებას არ გამორიცხავს

views 1131
უკან

Morgan Stanley-ი ნავთობის კიდევ 25%-იან გაიაფებას არ გამორიცხავს. "ნავთობი ძალიან მგრძნობიარეა აშშ დოლარის მიმართ და თუ ის 5%-ით გამყარდება, შესაძლოა ნავთობი კიდევ 10-25%-ით გაიაფდეს“, - წერს Bloomberg-ი Morgan Stanley-ს ანგარიშზე დაყრდნობით.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ნავთობის 60 აშშ დოლარამდე გაიაფება მოხდა ბაზარზე ჭარბი მიწოდებით, თუმცა 35 აშშ დოლარმდე ფასის შემცირება ძირითადად განაპირობა აშშ დოლარის გამყარებამ.

Morgan Stanley-ის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ნავთობის 20 აშშ დოლარამდე გაიაფება შესაძლებელია, თუმცა არა იმ მიზეზით რაც ყველაზე ხშირად სახელდება - "საუბარია არა საბაზო ფაქტორების გაუარესებაზე".

ბანკის ანალიტიკოსების გათვლებით, აშშ დოლარის 3,2%-ით გამყარება, რაც შესაძლებელია მოხდეს იუანის 15%-ით დევალვაციით, ნავთობი 30 აშშ დოლარზე ნაკლები ეღირება, მაგრამ თუ ჩინურ ვალუტას სხვა ვალუტების გაუფასურებაც მოყვება, დოლარი გამყარდება და ნავთობის ფასი ვარდნას გააგრძელებს.

შეგახსენებთ, ნავთობის ფასის 20 აშშ დოლარამდე შემცირება ადრე Goldman Sachs-მა ივარაუდა. ამ დროისათვის 1 ბარელი ნავთობი 33,18 აშშ დოლარი ღირს.