19.თებერვალი.2016 12:30
საზოგადოება

მოქალაქეებს მისამართების შეცვლა და დაზუსტება უფასოდ შეუძლიათ

მოქალაქეებს მისამართების შეცვლა და დაზუსტება უფასოდ შეუძლიათ
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს მისამართების ცვლილებასთან დაკავშირებით უფასო სერვისებს სთავაზობს. აღნიშნული მომსახურებები ვრცელდება პირებზე, რომლებსაც უძრავი ნივთის საკუთრების ან სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტში მისამართი არასრულად ან არასწორად აქვთ მითითებული. ასევე, უფასო სერვისებით სარგებლობა შეუძლიათ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ალოგიკური, არასწორი ან დუბლირებული მისამართისა და ნომრების გამო, ბინისთვის, შენობა-ნაგებობის ან მიწის ნაკვეთისთვის ახალი ნომრის მინიჭება სჭირდებათ.
 
მისამართების კორექტირებას და მინიჭებას ექვემდებარება ნუმერაციის არმქონე, გამოტოვებული ან გამეორებული მისამართები, ე.წ. „იტალიური ეზოები“ და ასევე ისინი, რომლებსაც მისამართად მითითებული აქვთ რაიმე გეოგრაფიული ობიექტი (მაგ: მიმდებარედ, შორის, გასწვრივ, მოპირდაპირედ და ა.შ).

"აღსანიშნავია, რომ არარსებული, გამოტოვებული ან განმეორებული მისამართები გაუგებრობისა და დავის საგანი ხშირად გამხდარა. უფასო სერვისებიც სწორედ სამისამართო რეესტრის მოწესრიგებასა და ზუსტი მონაცემთა ბაზის შექმნას უწყობს ხელს. დამისამართების პროექტის წარმატებით განხორციელების შემდეგ მოქალაქეებს უძრავი ქონების რეგისტრაციის პროცედურები მნიშვნელოვნად გაუმარტივდებათ, დასახლებულ პუნქტებში უსახელო გზები და ქუჩები აღარ იარსებებს, ხოლო კონკრეტული მისამართები მარტივად მისაგნები იქნება.

სერვისებით სარგებლობისთვის დაინტერესებულმა პირებმა საჯარო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურებს ან იუსტიციის სახლებს უნდა მიმართონ. მომსახურების მიღების ვადა 30 კალენდარული დღეა. აღსანიშნავია, რომ შეცვლილი მისამართების გამო მაცხოვრებლებს დოკუმენტების ხელახლა აღება ან შეცვლა არ უწევთ. ცვლილებების მიუხედავად, საკუთრებისა და მოქალაქეების შესახებ შენახულია, როგორც ძველი, ისე კორექტირებული მონაცემები.

დამისამართების პროექტის ფარგლებში, იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრი და სერვისების განვითარების სააგენტო სამისამართო სისტემის სრულყოფასა და განვითარებაზე მთელი ქვეყნის მასშტაბით მუშაობს.

დამისამართების სისტემის სრულყოფა ისეთი მომსახურებების ეფექტურად მიწოდებას აუმჯობესებს, როგორიცაა პიროვნების, ნაკვეთის, შენობისა და ბინის რეგისტრაცია, სოციალური დახმარებების ადმინისტრირება, სასწრაფო დახმარება, ფოსტა, სახანძრო თუ სამართალდაცვითი ღონისძიებები და სხვა. პარალელურად, ნებისმიერი სახის ინფორმაციაზე მონაცემები ელექტრონულ რუკაზე დაიტანება, რაც ქვეყანაში სანავიგაციო სისტემის ეფექტურ მუშაობას შეუწყობს ხელს", - განმარტავენ საჯარო რეესტრში. 

16.ივლისი.2019 21:40
179

CNN-ი, Bloomberg-ი, Nat. Geo - მთავრობამ ამ კომპანიებს საქართველოს რეკლამა დაუკვეთა

ვრცლად
16.ივლისი.2019 20:30
147

გაძვირდება თუ არა მგზავრობა?- რას ამბობენ "თბილისის მიკროავტობუსში"

ვრცლად
16.ივლისი.2019 20:22
144

მთავრობამ მაღალმთიანი დასახლებების განვითარების საშუალოვადიანი სტრატეგია დაამტკიცა

ვრცლად
16.ივლისი.2019 20:15
221

"ჭიდაობის ფედერაციამ „ოცნების“ დეპუტატის დის სასტუმროს 1,6 მილიონი ლარი გადაურიცხა"

ვრცლად
16.ივლისი.2019 18:34
147

"ჩვენ ყველა პროექტს დავეხმარებით სახელმწიფო გარანტიით" - ბახტაძე ტურიზმზე

ვრცლად
16.ივლისი.2019 18:15
443

თამარ მეფის ხიდიდან ჩასასვლელ პანდუსზე ტრანსპორტის მოძრაობა წლის ბოლომდე შეიზღუდება

ვრცლად