მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მომენტალური განვადება 56%-ითაა შემცირებული... გაზრდილია მოთხოვნა ბიზნეს სესხებზე"

5ca7631b066d5
თელარა გელანტია
05.04.19 18:14
1095
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის ინფორმაციით, მომენტალური განვადება 56%-ითაა შემცირებული.

ამის შესახებ გვენეტაძემ პარლამენტში ე.წ. საბანკო რეგულაციების პირველადი შედეგების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, გაზრდილია მოთხოვნა ბიზნეს სესხებზე, როგორც - საშუალო, ისე მსხვილ ბიზნესებზე.

რაც შეეხება სამომხმარებლო სესხებს, გვენეტაძის თქმით, მარტის თვის არასრული ინფორმაციით, ერთწლიან ჭრილში 5%-იანი ზრდაა.

„სესხები ბინის რემონტისთვის გაზრდილია 12%-ით, იპოთეკური სესხების მიმართულებით კი, წლიურ ჭრილში 31%-იანი ზრდაა“, - აღნიშნა გვენეტაძემ.

როგორც მთავარმა ბანკირმა პარლამენტში გამოსვლისას თქვა, საბანკო რეგულაციების პირველადი შედეგი სებ-ის პროგნოზის შესაბამისია.