09.მარტი .2016 20:20

მომავალ წელს, სამხრეთ აფრიკაში, შესაძლოა ფიქალის გაზის მოძიებითი სამუშაოები დაიწყოს

views 886
უკან

მომავალ წელს სამხრეთ აფრიკაში შესაძლოა ფიქლის გაზის მოძიებითი სამუშაოები დაიწყოს. Reuters ის ინფორმაციით, ამის შესახებ განცხადება ქვეყნის ხელისუფლების მხრიდან გაკეთდა.
 
"ერთ-ერთი რეალური პერსპექტივა სამხრეთ აფრიკისათვის ფიქალის გაზის მოძიებაა. ძიების დაწყება მომავალი ფინანსური წლისთვის არის დაგეგმილი. ეს ქვეყნის კეთილდღეობის გაზრდისთვის კარგი პერსპერტივაა", - ნათვქამია მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გასულ წელს კომპანია Royal Dutch Shell-მა გადადო სამხრეთ აფრიკაში კვლევითი სამუშაოები, რისი მიზეზიც ხელისუფლების მხრიდან, ლიცენზიის გაცემის გადადება იყო.