მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მობილური ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა იზრდება

5a756a8f941df
თამუნა დემეტრაშვილი
03.02.18 17:00
1189
მობილური ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა ბოლო 5 წლის განმავლობაში გაორმაგდა. კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მონაცემებით, 2017 წლის ბოლოსთვის მობილური ინტერნეტით 2 მილიონ 229 ათასი აბონენტი სარგებლობდა, მაშინ როცა 5 წლის წინ ეს მაჩვენებელი ორჯერ ნაკლები იყო. წლის დასაწყისთან შედარებით კი აბონენტების როდენობა 13% -ითაა გაზრდილი.

ყველაზე მეტი - 911 ათასი მომხმარებელი ჰყავს "მაგთის”, მეორე პოზიციაზე- 803 ათასი მომხმარებლით "ჯეოსელია“, ხოლო მესამე პოზიცია "ბილაინმა“ დაიკავა- 513 ათასი აბონენტით.

აღსანიშნავია ‘“ინტერნეტ-ტრაფიკის“ გაორმაგებული მოცულობაც. 2017 წლის განმავლობაში აბონენტებმა 60 მილიონი ტერაბაიტი მოცულობის ინტერნეტი მოიხმარეს, მაშინ როცა 2016 ეს მაჩვენებელო 30 მილიონი ტერაბაიტი იყო.