21.მაისი.2019 22:30
ეკონომიკა

"მნიშვნელოვანია, რეგიონებში არსებული საინვესტიციო პოტენციალის დეტალურად შესწავლა"

"მნიშვნელოვანია, რეგიონებში არსებული საინვესტიციო პოტენციალის დეტალურად  შესწავლა"
„მნიშვნელოვანია რეგიონებში არსებული საინვესტიციო პოტენციალის დეტალურად შესწავლა“, - ეს განცხადება „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ დღეს სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის IV ფორუმზე გააკეთა, რომელიც საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ინიციატივით წყალტუბოში გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას საპარტნიორო ფონდი ავრცელებს.

ფორუმზე სახელწოდებით ,,რეგიონული ეკონომიკა - ძლიერი მუნიციპალიტეტები დეცენტრალიზაციის რეფორმის კონტექსტში“ მონაწილეებმა რეგიონებში ბიზნესის განვითარების ძირითადი გამოწვევები განიხილეს.

„საპარტნიორო ფონდის პროექტები საქართველოს მასშტაბით, თითქმის ყველა რეგიონს მოიცავს. რეგიონების განვითარება ფონდის პრიორიტეტული მიმართულებაა. ამის გარეშე წარმოუდგენელია ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა. რეგიონებში ჩვენი პროექტები ხორციელდება იმისთვის, რომ ადგილზე ახალი შესაძლებლობები შევქმნათ. ფონდი მხარს უჭერს საქართველოს რეგიონებში საინვესტიციო პროექტებს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში, რომლებიც გამოირჩევა განვითარების დიდი პოტენციალით. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ყველა რეგიონში არსებული საინვესტიციო შესაძლებლობების დეტალურად შესწავლა“, - განაცხადა დავით საგანელიძემ.

ფორუმის მონაწილეებს დღეს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა სოზარ სუბარმა, ასევე, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა.

ავტორი: თელარა გელანტია

23.ივლისი.2019 21:41
3035

დაახლოებით, 6-7 თვეში ქართველებს გერმანიაში ლეგალურად დასაქმების შანსი მიეცემათ

ვრცლად
23.ივლისი.2019 21:03
342

რკინიგზა: თურქეთიდან საქართველოში პირველი სატვირთო სატესტო რეისი შესრულდა

ვრცლად
23.ივლისი.2019 19:40
635

ქართველების დასაქმების რა პერსპექტივებია ისრაელში?

ვრცლად
23.ივლისი.2019 19:00
706

რა ღირს 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს სტანდარტული ნომერი საქართველოში

ვრცლად
23.ივლისი.2019 18:02
769

„დიდი ფურცლებით უნდა მოვიდე“, - რამდენმა საჯარო მოხელემ დატოვა საპენსიო სისტემა

ვრცლად
23.ივლისი.2019 17:28
434

ივა ჭყონია: თუ ასეთი შოკია, უფრო მყარად უნდა იდგეს ეროვნული ბანკიც და მთავრობაც

ვრცლად