06.თებერვალი.2016 12:32
ეკონომიკა

მიხეილ გიორგაძე: დაპირება მივიღე, რომ მცხეთა იუნესკოს ძირითად ნუსხაში დაბრუნდება

მიხეილ გიორგაძე: დაპირება მივიღე, რომ მცხეთა იუნესკოს ძირითად ნუსხაში დაბრუნდება
საქართველოს კულტურის მინისტრის მიხეილ გიორგაძის განცხადებით, მცხეთაში ნებისმიერი სახის მშენებლობაზე, ან მიწების გასხვისებაზე მორატორიუმი მას შემდეგ გაუქმდება, რაც იუნესკო ქალაქს ძირითადი ძეგლების ნუსხაში დააბრუნებს.
 
როგორც მინისტრმა "ბიზნესკონტაქტს" განუცხადა, იუნესკო ქართული მხარის მუშაობას, რომელიც მცხეთის განვითარების გენერალური გეგმის შედგენას ითვალისწინებს, დადებითად აფასებს.

"საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხიდან მცხეთის ამოღება და ძირითად ნუსხაში დაბრუნება ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სრული თავმდაბლობის გარეშე უნდა ვთქვა, რომ ჩვენი გადადგმული ნაბიჯები ამ მიმართულებით - კერძოდ მცხეთის პრობლემის მოგვარების კუთხით, ძალიან პოზიტიურად იყო შეფასებული. მე-40 სესიაზე, რომელიც წელს ზაფხულში სტამბოლში გაიმართება, მე ველოდები და შარშან პრაქტიკულად, დაპირება მივიღე, რომ მცხეთა ძირითად ნუსხაში დაბრუნდება“, - განაცხადა გიორგაძემ და დასძინა, რომ ამ პროცესის წარმატებით დასრულების შემდეგ მცხეთაში მშენებლობასა და მიწების გასხვისებაზე მორატორიუმი მოიხსნება.

"ამ ეტაპზე ეს მორატორიუმი ყველაფერს ეხება - არ ხდება მიწების გასხვისება, არ ხდება ახალი მშენებლობების დაწყება. ბუნბრივია, ის მშენებლობები, რომელიც თავის დროზე გაჩერებული იყო და მცხეთისთვის შეუსაბამო იყო, არც ახლა მიმდინარეობს", - აღნიშნა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ მცხეთაში აღნიშნული მორატორიუმი გასული წლის 30 ივლისს გამოცხადდა და მთავრობის დადგენილებით, ამ რეჟიმის მოქმედების საბოლოო ვადა მიმდინარე წლის 31 დეკემბერია.
ავტორი: დავით ჯალაღონია

17.ივლისი.2019 18:20
69

მთავრობის ე.წ ანტიკრიზისულ გეგმას კიდევ ერთი პუნქტი ემატება

ვრცლად
17.ივლისი.2019 17:47
93

ნათია თურნავა ლავროვს პასუხობს -„ამ განცხადების პათოსი არახალია“

ვრცლად
17.ივლისი.2019 17:29
143

"საქართველოს ეკონომიკა გაძეძგილია რუსული კომპანიებით"

ვრცლად
17.ივლისი.2019 17:11
172

"არ შეიძლება, ტურიზმი ქვეყნის განვითარების მთავარი დარგი იყოს"

ვრცლად
17.ივლისი.2019 17:03
117

კოჯორში ახალგაზრდული სოფელი აშენდება

ვრცლად
17.ივლისი.2019 16:36
107

საქართველოში საბადოს დახურვისა და რეგენერაციის თანამედროვე მეთოდოლოგია დაინერგება

ვრცლად