მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიშელ პლატინი გაათავისუფლეს

5d09da2389576
მიხეილ ხაჩიძე
19.06.19 10:45
1323
UEFA-ს ყოფილი პრეზიდენტი თავისუფალია. 63 წლის მიშელ პლატინმა, პარიზის ანტიკორუფციის განყოფილება გვიან ღამით დატოვა.

როგორც ფრანგული მედია იუწყება, ის ფეხბურთში 2022 წლის ყატარის მსოფლიო ჩემპიონატის საკითხთან დაკავშირებით, რამდენიმე საათის განმავლობაში იკიხებოდა.
„დაკითხვა დიდ ხანს გაგრძელდა, თუმცა ამდენი კითხვიდან გამომდინარე, ასეც უნდა მომხდარიყო; გამომკითხეს 2016 წლის ევროპის ჩემპიონატთან, ასევე 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით, რომელიც რუსეთში ჩატარდა და ყატარის საკითხზეც“, - განაცხადა დაკითხვიდან გამოსულმა პლატინმა.

პლატინის ადვოკატის უილიამ ბურდონის განცხადებით, დიდი აურზაური არაფრის გამო ატყდა.

გავლენიანი ფარნგული გამოცემების ცნობით, პლატინს კითხვები 2016 წელს დაწყებული გამოძიებასთან დაკავშირებით დაუსვეს, კერძოდ, ყატარში ფეხბუთის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, სადამკვირვებლო ჯგუფები იუწყებოდნენ, რომ ფეხბურთის მმართველ ორგანოში კორუფციულ გარიგებებს აქვს ადგილი და ყატარისთვის მუნდიალის მასპინძლობის მინიჭებაც სწორედ მსგავსი გარიგების შედეგად მოხდა.