15.აგვისტო .2019 00:20

მიშელ ობამა არდაგდეგებს მალიორკაზე გაატარებს

views 306
უკან

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პირველი ლედი საზაფხულო შვებულებას ისევ ესპანეთის კუნძულზე გაატარებს. მიშელ ობამას მალიორკაზე აგვისტოს ბოლოდან ელოდებიან.

ესპანურ გაზეთ "Diario de Mallorca"-ს ცნობით, მიშელ ობამა ამჯერადაც, ტრადიციისამებრ, მისი მეგობრების მიშელ კოსტოსა და მიშელ სმიტების ოჯახში დარჩება.

ეს ყოფილი პირველი ლედის მეოთხე საზაფხულო შვებულება იქნება მალიორკაზე. 2010 წელს მიშელ ობამამ არდადეგები ესპანურ კუნძულზე შვილებთან ერთად გაატარა. მალიორკაზე ის 2017 და 2018 წლებშიც იმყოფებოდა.