16.ივლისი.2019 20:44
ეკონომიკა, საფინანსო სექტორი

მირკოსაფინანსო ორგანიზაციების ბაზარი მცირდება

მირკოსაფინანსო ორგანიზაციების ბაზარი მცირდება
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ივლისის მდგომარეობით ქვეყანაში 56 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია საქმიანობს. მათი რაოდენობა გასული 1 წლის განმავლობაში 17-ით არის შემცირებული.

კომპანიების რაოდენობის შემცირებასთან ერთად, შემცირებულია ამ სფეროს აქტივებისა და შემოსავლების მოცულობა, მოგების ნაცვლად კი ეს ფირმები მრავალმილიონიან ზარალს განიცდიან.

პირველი კვარტლის მდგომარეობით, მისო-ების აქტივები 1,360,728,791 ლარს შეადგენს, რაც წინა წელთან შედარებით 183,552,379 ლარით ნაკლებია. ამ კომპანიების ჯამური ზარალი კი პირველი კვარტლის მდგომარეობით 51,170,047 ლარს შეადგენს.

მიკროსაფინანსო ბაზრის შემცირება პირველ რიგში პასუხისმგებლიანი დაკრედიტების მოდელის ამოქმედებას უკავშირდება, რომლის შედეგადაც საბანკო და მიკროსაფინანსო სექტორისთვის თამაშის წესები შეიცვალა. ახალი რეგულაციები განსაკუთრებით მძიმე სწორედ მისოებისთვის აღმოჩნდა, რადგანაც ისინი ძირითადად ფიზიკურ პირებზე გასცემენ სესხებს, მათი მომხმარებლების რისკიანობის დონე კი საშუალოდ ბანკის მომხმარებლებზე უფრო მაღალია. 




ცვლილებების შედეგად საპროცენტო განაკვეთებზე ერთიანი - 50%-იანი ჭერი დაწესდა, დადგინდა ფიზიკური პირის შემოსავლიანობის დადასტურების ვალდებულება და განისაზღვრა საშემოსავლო კატეგორიები, რომელთა დაკმაყოფილებაც, ყველა საკრედიტო დაწესებულებას ევალება.

განისაზღვრა ერთიანი ჭერი იმაზე, თუ რა ხანგრძლივობის შეიძლება იყოს ამა თუ იმ ტიპის სესხი, მაგალითად, იპოთეკური სესხის მაქსიმალურ ვადად 15 წელი, სატრანსპორტო სესხის ვადად 6 წელი, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხის ვადად 10 წელი, ხოლო სხვა ნებისმიერი ტიპის სესხის მაქსიმალურ ვადად 4 წელი განისაზღვრა.

სებ-ის მიერ დადგენილი 4 საშემოსავლო კოეფიციენტი მათი მაქსიმალური ჭერის მიხედვით ასეთია:

1) თვეში 1000 ლარამდე შემოსავლის პირობებში, შეგეძლებათ აიღოთ სესხი, რომლის ყოველთვიური გადახდებიც არ აღემატება 35%-ს (მაქსიმალური შემოსავლის შემთხვევაში 350 ლარს);

2) თვეში 1000-2000 ლარამდე, შეგეძლებათ აიღოთ სესხი, რომლის ყოველთვიური გადახდებიც არ აღემატება 45%-ს (მაქსიმალური შემოსავლის შემთხვევაში 900 ლარს);

3) თვეში 2000-4000 ლარამდე, შეგეძლებათ აიღოთ სესხი, რომლის ყოველთვიური გადახდებიც არ აღემატება 55%- (მაქსიმალური შემოსავლის შემთხვევაში 2200 ლარს);

4) თვეში 4000 ლარზე მეტი, შეგეძლებათ აიღოთ სესხი, რომლის ყოველთვიური გადახდებიც, თქვენი შემოსავლის 60%-ია.
ავტორი: შოთა ტყეშელაშვილი

25.აგვისტო.2019 17:40
670

მიხელ ხიდურელს სურს, რომ ჰოლივუდმა "ვეფხისტყაოსანი" გადაიღოს

ვრცლად
25.აგვისტო.2019 17:15
331

ვინ დაინტერესდება "რადიოქალაქის" პროექტით, 30 აგვისტოს გაირკვევა

ვრცლად
25.აგვისტო.2019 16:05
520

"ჰაიდელბერგცემენტი" ბეტონის ქარხნების აშენებას საქართველოს მასშტაბით გეგმავს

ვრცლად
25.აგვისტო.2019 14:20
217

რომელი ქვეყნებიდან შემოდის ინვესტიციები ენერგეტიკაში

ვრცლად
25.აგვისტო.2019 13:50
123

ჩეხეთში ჩაი "მანნას" სარეკლამო ბანერები გამოჩნდა

ვრცლად
25.აგვისტო.2019 12:30
103

თორნიკე რიჟვაძე: ყველაფერს გავაკეთებთ საცხოვრებლისა და მიწის დაკანონების პრობლემების გადასაჭრელად

ვრცლად