08.თებერვალი.2016 10:03
ეკონომიკა

მირცხულავა ხუდონზე: მოსახლეობის კომპენსაციისთვის გამოყოფილი თანხა ისტორიულად მაღალია

მირცხულავა ხუდონზე: მოსახლეობის კომპენსაციისთვის გამოყოფილი თანხა ისტორიულად მაღალია
"ტრანს ელექტრიკას" ხუდონჰესის პროექტზე გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი მზად აქვს. ამის შესახებ "ბიზნესკონტაქტს" ხუდონჰესის მშენებელი კომპანია "ტრანს ელექტრიკას" ტექნიკურმა დირექტორმა დავით მირცხულავამ განუცხადა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ინვესტორი ენერგეტიკის სამინისტროსგან გაფორმებული მემორანდუმის პირობებში აღებული გარკვეული ვალდებულებების შესრულებას ელოდება, რის შემდეგაც გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტის საჯარო განხილვები გაიმართება.
 
"მოგეხსენებათ, რომ 2015 წლის სექტემბერში სამინისტროსთან ახალი დოკუმენტაცია გაფორმდა. მემორანდუმის ტექსტში არის ვალდებულებები, რომლებიც აქვს როგორც ენერგეტიკის სამინისტროს, ისე - ჩვენ. ეს დეტალები საჯარო არ არის. ამჯერად გარკვეული საკითხების დაზუსტება მიდის და ენერგეტიკის სამინისტროს ველოდებით. ყოველ შემთხვევაში, მე მინისტრთან რამდენჯერმე ვისაუბრე, რომელიც ამბობს, რომ ეს საკითხი უახლოეს ხანში გადაწყდება. რაც შეეხება გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტს, ის მზად არის, მხოლოდ დამატებითი სამუშაოები მიმდინარეობს, რაც ჩვენი კანონმდებლობით მოთხოვნილი არ არის, მაგრამ ჩვენ ვახორციელებთ, რადგან საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინება გვინდა", - განაცხადა მირცხულავამ და დასძინა, რომ ეს სამუშაოები საქართველოში არცერთ ანალოგიურ ობიექტზე არ ჩატარებულა.

მისივე თქმით, როგორც კი პროექტი გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტზე დადებით შეფასებას მიიღებს, ინვესტორი ჰესის სამშენებლო ნებართვას ავტომატურ რეჟიმში მიიღებს.

რაც შეეხება სვანეთში ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაციას მათთვის ალტერნატიული საცხოვრებელი ფართების შეთავაზების შესახებ, მირცხულავას განმარტებით, ეს პროცესი პერმანენტულად მიმდინარეობს.

"ვერ გეტყვით, რომ ეს საჯაროდ ხდება, მაგრამ გარკვეულ ნაწილთან საუბარი უკვე მიდის. მიმაჩნია, რომ ის თანხები, რაც კომპენსაციისთვის არის გამოყოფილი, საქართველოს ისტორიაში ყველაზე მაღალი იქნება და საუკეთესო კომპრომისი მოიძებნება", - განაცხადა მირცხულავამ.

შეგახსენებთ, რომ "ტრანს ელექტრიკას" პროექტი მდინარე ენგურზე 700 მეგავატიანი ჰესისა და 200 მეტრი სიმაღლის კაშხლის მშენებლობას ითვალისწინებს. ინვესტიციის საერთო მოცულობა 1.2 მილიარდი დოლარია.
ავტორი: დავით ჯალაღონია

20.ივლისი.2019 20:00
109

“ქართულ ღვინოზე შვეიცარიაში მოთხოვნა იზრდება” - გიორგი ალადაშვილი

ვრცლად
20.ივლისი.2019 19:39
480

1,6 მილიონი ლარის ინვესტიცია და ახალი სასტუმროს ხაშმში

ვრცლად
20.ივლისი.2019 18:24
176

"თელავის ღვინის მარანი": "რუსეთის ბაზარი არამყარი, მაგრამ მომგებიანია"

ვრცლად
20.ივლისი.2019 17:30
410

„კრისტალის“ დამფუძნებელი საქართველოდან ინვესტიციების გადინების საფრთხეს ხედავს

ვრცლად
20.ივლისი.2019 16:33
258

"ნავთობიმპორტიორთა კავშირი": "საწვავის კომპანიები მიმდინარე ეტაპზე ზარალზეც გადიან"

ვრცლად
20.ივლისი.2019 16:20
155

LSE-ზე "Georgia Capital"-ის ნახევარ მილიონამდე აქცია გასხვისდა - კვირის მიმოხილვა

ვრცლად