16.ივნისი .2019 20:10

მინისტრი: სიტყვები, როგორიცაა ინკლუზიურობა, მცირე ბიზნესი - სადღეგრძელოებად არ უნდა დარჩეს

views 771
უკან

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი გადაცემა Forbes-ის კვირაში ამბობს, რომ სიტყვები, როგირიცაა ინკლუზიურობა "სადღეგრძელოებად არ უნდა დარჩეს."

მაჭავარიანის თქმით, მთავრობის ისეთი გადაწყვეტილებები, როგორიც მაგალითად "ოქროს სიის" შეღავათების გაუქმებაა, ბიზნესისთვის კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნას ისახავს მიზნად, რაც სახელმწიფოს განვითარების ისეთი მიზნების მიღწევისთვის არის მნიშვნელოვანი, როგორიც ინკლუზიურობის ხელშეწყობაა.

"მე გეტყვით რამდენიმე წვრილი შემომტანისგან, როგორც იმპორტიორისგან ისევე ადგილობრივი მწარმოებელი კომპანიიდან მადლობები მივიღე, იმიტომ რომ ისინი კონკურენტუნარიან გარემოში ჩადგნენ. ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ თანაბარი თამაშის წესებზე, როდესაც ვსაუბრობთ ისეთ სიტყვებზე, როგორიცაა ინკლუზიურობა, მცირე და საშუალო ბიზნესი, ეს სადღეგრძელოებად არ უნდა დარჩეს,"- ამბობს ფინანსთა მინისტრი.