23.აპრილი.2019 15:31
საფინანსო სექტორი

მინისტრი: "ომეგა ჯგუფს" ჭკუასთან ახლოს მყოფი არც ერთი შეთავაზება არ გაუკეთებია

მინისტრი: "ომეგა ჯგუფს"  ჭკუასთან ახლოს მყოფი არც ერთი შეთავაზება არ გაუკეთებია

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი „ომეგა ჯგუფთან“ საგადასახადო შეთანხმების შესაძლებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ეს კომპანიისთვის საუკეთესო გზაა. მაჭავარიანი ასევე ამბობს, რომ ბიზნეს ჯგუფს აქამდე ადეკვატური შეთავაზება არ გაუკეთებია ფინანსთა სამინისტროსთვის.

„ომეგა ჯგუფისთვის სწორი გზა ნორმალური, ჯანსაღი საგადასახადო შეთავაზების მოტანაა, რომელიც შეეძლოთ ადრეც და შეუძლიათ ახლაც. ამას საჯაროდ ვამბობ. უბრალოდ ეს უნდა იყოს ჭკუასთან ახლოს. პრაქტიკა ამბობს, როგორც წესი საურავს და ჯარიმას ვპატიობთ ხოლმე, უმეტეს შემთხვევაში. არის გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც ძირზე ქვემოთაც მოვდივართ. შინაგანად მაგისთვის მზად ვიყავით და ვართ კიდევაც, მაგრამ არასდროს ჭკუასთან ახლოს მისული რიცხვით არ მოსულა არავინ. ამბობენ 2-3 წელი არ გადავიხდით და მერე დავიწყებთ რაღაცის გასტუმრებას, ესე საგადასახადო შეთანხმებები არ დგება. თუ ვინმეს ეგონა, რომ მე დავუსახელებდი კონკრეტულ რიცხვს, ეს მე აკრძალული მაქვს ჩვენი თანამშრომლებისთვის და ცხადია ჩემი თავისთვისაც", - აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ „ომეგა ჯგუფის“ გენერალური მენეჯერის ლევან აღდგომელაშვილის განცხადებით, „ომეგა ჯგუფი“ მზადაა, 53 მლნ ლარამდე საბიუჯეტო დავალიანება 7 წლის განმავლობაში დაფაროს.

ავტორი: ლევან თაღიაშვილი

17.ივნისი.2019 16:57
193

"შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკმა" "ბაზისბანკს“ მორიგი საკრედიტო რესურსი გამოუყო

ვრცლად
15.ივნისი.2019 13:05
567

ლონდონის საფონდო ბირჟის მიმოხილვა

ვრცლად
15.ივნისი.2019 12:36
787

„თიბისის“ და „ლიბერთის“ კლიენტები ერთმანეთის ბანკომატებში ფულს იდენტური პირობებით ვეღარ გაანაღდებენ

ვრცლად
14.ივნისი.2019 17:50
292

თიბისი ბანკი ტაქსის მძღოლების ხელშეწყობის პროგრამას უერთდება

ვრცლად
14.ივნისი.2019 13:31
583

შპს "ზიქსიფეის" საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაცია გაუუქმდა

ვრცლად
14.ივნისი.2019 13:03
597

მაისში ფულადი გზავნილები გაიზარდა - ყველაზე მეტი თანხა რუსეთიდან გადმოირიცხა

ვრცლად