მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მინისტრი: პროექტების შესრულების დინამიკა გაუმჯობესებულია... დაახლოებით, 0.5 მლრდ ათვისებულია

5d0a3f9a41659
თელარა გელანტია
19.06.19 18:17
999
"დღეის მდგომარეობით, გვაქვს დაახლოებით, ნახევარი მილიარდი ლარის ათვისება ანუ ამ თანხის ღირებულების სამუშაოები გვაქვს უკვე შესრულებული, რაც წინა წელთან შედარებით 150 მილიონი ლარით მეტია“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა "ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას.

სამინისტროს მიერ 6 თვის განმავლობაში შესრულებული სამუშაოების შესახებ საუბრისას აღნიშნა, რომ პროექტების შესრულების დინამიკა გაუმჯობესებულია.

"მინდა ცალკე გამოვყო ის პროექტები, რომლებსაც არა მხოლოდ სამინისტროს, არამედ ცენტრალური ხელისუფლების დაფინანსებით, მათ შორის, ჩვენი სამინისტროდან გასული თანხებით, ადგილობრივი თვითმმართველობებიც ასრულებენ. ეს არის ის დამატებითი თანხები, რომლებიც მუნიციპალიტეტების ბიუჯეტში აისახება. ეს არის დაახლოებით 500 მილიონი ლარის ღირებულების პროექტები, რომლებიც სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში ხორციელდება უშუალოდ მუნიციპალიტეტების მიერ", - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მისი თქმით, დღეის მდგომარეობით, უკვე შესრულებულია 85 მილიონი ლარის სამუშაოები და უკვე დასრულებულია პროექტების ნაწილი. ხორციელდება სხვადასხვა მიმართულების პროექტები, როგორც საგზაო ინფრასტრუქტურის - დაწყებული საერთაშორისო მაგისტრალებიდან სოფლის გზებამდე, ისე წყალმომარაგების სისტემისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობასთან დაკავშირებული პროექტები.