03.აპრილი .2016 14:33

მინერალური წყალი "გუნდაური" ბაზარზე დასაბრუნებლად ემზადება

views 2451
უკან

რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ, მინერალური წყალი "გუნდაური" ბაზარზე ბრუნდება. როგორც კომპანიაში აცხადებენ, გარკვეული სირთულეების გამო წარმოება შეჩერებული იყო, თუმცა წელს საწარმომ მუშაობა განაახლა და ახლა კომპანია ინვესტორს ეძებს. კომპანიის წყლის დებეტი 144 ტონაა, რითაც "გუნდაური“ საქართველოში "ბორჯომის" შემდეგ მეორე ადგილს იკავებს. კომპანიის დამფუძნებელი, შალვა ჯოხაძემ „ბიზნესკონტაქტის“ ეთერში განაცხადა, რომ მინერალური წყალი სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა. მისივე თქმით წყლის დებეტს სეზონურობა არ ახასიათებს და ის ოთხივე სეზონზე ერთი მოცულობისაა.

"ეს დაბალი მინერალიზაციის წყალია, რომელიც, შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ, კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს, ძვალ-სახსროვანი სისტემის დაავადების დროს გამოიყენება. წარმოება მცირეა და ის აჭარას მოიცავს, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ დისტრიბუცია გაიზრდება და ის უფრო ფართო მასშტაბზე გავა“, - განაცხადა შალვა ჯოხაძემ.