მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

განახლებული Soplidan.ge - ნათია ნინიკელაშვილი საქმიან დილაში

BM.GE
27.01.21 10:31
639
კოვიდ ერამდე რამდენიმე კვირა იყო დარჩენილი როცა თიბისის ბიზნესდაჯილდოვებაზე ნომინაციაში „საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურების შექმნისთვის“ გამარჯვება ონლაინ მაღაზია soplidan.ge მ მიიღო და 3 შესაძლო საჩუქრიდან ვებ გევრდის განვითარება აირჩია. ხუთ წელზე ცოტა დიდი სოფლიდან ჯი ონლაინ მაღაზიაა, რომლის მიზანიც იყო ბიზნესს შეესრულებინა ერთგვარი შუამავლის როლი სოფელსა და ქალაქს შორის და ინოვაციური მეთოდით გაემარტივებინა მომწოდებლისთვისაც და მომხმარებლისთვისაც ნამდვილი სოფლის პროდუქტის გაყიდვა-შეძენის პროცესი. ეს პროცესი ახალი ვების ჩაშვებით უკვე ერთი კვირაა კიდევ უფრო მარტივია და ისეთივე სანდო როგორც ამ კომპანიის ისტორია.

სტუმარი: ნათია ნინიკელაშვილი - soplidan.ge-ს დამფუძნებელი