23.აპრილი.2016 21:07
მსოფლიო

მილიარდერების სტრესი : "ბედნიერი მაშინ ვიყავი, როდესაც თვეში 12 დოლარს გამოვიმუშავებდი"

მილიარდერების სტრესი : "ბედნიერი მაშინ ვიყავი, როდესაც თვეში 12 დოლარს გამოვიმუშავებდი"
Alibaba-ს დამფუძნებელი ჯეკ მა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანია. მას ბიოგრაფია საკმაოდ პოპულარულია: მან კარიერა სკოლის მასწავლებლობით დაიწყო, მანამდე კი მსოფლიოს არაერთმა უნივერსიტეტმა მას მიღებაზე უარი უთხრა. ჯეკ მას შემოსავალი თვეში მხოლოდ 12 დოლარი იყო, თუმცა მიუხედავად ამისა სკოლის მასწავლებლობას მისი ცხოვრების საუკეთესო პერიოდს უწოდებს.
 
"როდესაც ცოტა ფული გაქვს, ზუსტად იცი, თუ როგორ უნდა დახარჯო ის, თუმცა როდესაც ბევრი ფული გაქვს ასევე ბევრია ვალდებულებები", - განაცხადა ჯეკ მამ ნიუ-იორკში ეკონომისტების კლუბის შეკრებაზე.

"თუ შენი ქონება 1 მილიონ დოლარზე ნაკლებია, შენ იცი როგორ დახარჯო ის. მაგრამ თუ შენი ქონება 1 მილიარდია, მაშინ ის უკვე მხოლოდ შენი აღარაა. ფული რომელიც დღეს მე მაქვს ჩემი ვალდებულებაა. ეს არის ხალხის ნდობა ჩემს მიმართ".

ეს არ არის პირველი შემთვევა, როდესაც ჯეკ მამ მსგავსი შინაარსის განცხადება გააკეთა. მას ხშირად უსაუბრია იმ „მოსაწყენ რიტმზე" რაც მილიარდერობას ახლავს თან. კლინტონის გლობალური ინიციატივის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ჯეკ მამ განაცხადა, რომ ინგლისური ენის მასწავლებლად მუშაობა "ფანტასტიკური იყო", მისი თქმით, ყველა იღბლიანია, ვისაც 1 მილიონი აქვს, მაგრამ თუ ეს ციფრი მილიონს სცდება მაშინ პრობლემები იწყება.

24.აგვისტო.2019 00:10
189

იუანი რეკორდულად დაეცა

ვრცლად
23.აგვისტო.2019 23:40
221

ვინ იყო მილიარდერი დევიდ კოხი, რომელიც 79 წლის ასაკში გარდაიცვალა

ვრცლად
23.აგვისტო.2019 22:30
615

ამაზონის ინფერნო - რა საფრთხეს იწვევს ხანძარი მსოფლიოსთვის

ვრცლად
23.აგვისტო.2019 20:30
158

მზის ენერგიაზე დამოკიდებული პირველი რკინიგზის სადგური

ვრცლად
23.აგვისტო.2019 18:05
114

2022 წლამდე გერმანიაში მილიონი ელექტრომობილი იქნება

ვრცლად
23.აგვისტო.2019 16:20
99

მსოფლიო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა

ვრცლად