მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "სმარტ ინვესტს" რეგისტრაცია გაუუქმდა

5d32b76126ac9
BM.GE
20.07.19 11:40
1333
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “სმარტ ინვესტს” რეგისტრაცია გაუუქმდა და მისი ლიკვიდაცია დაიწყო. შესაბამისი განკარგულება საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტმა გამოსცა.

კომპანია ბაზრიდან 3-წლიანი მუშაობის შემდეგ გადის. მიკროსაფინანსო ორგანიზაციად ის 2016 წლის აპრილში დაარეგისტრირეს.

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "სმარტ ინვესტის" ლიკვიდატორად გიორგი ნაროუშვილი დაინიშნა.