01.თებერვალი .2016 15:17

მიკრომეწარმეობის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში დაფინანსებას 6 000-მდე მეწარმე მიიღებს

views 1425
უკან

მიკრომეწარმეობის ხელშეწყობის პროექტის მორიგი ეტაპი თებერვლის მეორე ნახევრიდან დაიწყება. როგორც "ბიზნესკონტაქტს" ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ქეთი ბოჭორიშვილმა განუცხადა, პროექტის ფარგლებში დაფინანსებული მეწარმეების რაოდენობა 6 ათასამდე გაიზრდება. რაც შეეხება პროგრამის პირველ ეტაპს, მეწარმეობის სააგენტომ საგრანტო კომპონენტის მიღების მსურველები უკვე შეარჩია და შესაბამისი დაფინანსება გასცა.
 
"მიკრომეწარმეობის ხელშეწყობის პროექტის პირველი ეტაპი, რომელიც თბილისის გარდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება, უკვე დასრულდა. ჩვენ 12 000 განაცხადი მივიღეთ, საიდანაც 6 000-მა შერჩეულმა მეწარმემ გაიარა გადამზადება და აქედან თანადაფინანსება 1500-მა მეწარმემ მიიღო", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პროექტი სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ერთ-ერთი კომპონენტია. დაფინანსების ოდენობა ერთ მეწარმეზე 5 ათასი ლარია, თუმცა შესაძლებელია ორი, ან სამი სუბიექტის გაერთიანება, რაც ამავე ოდენობით გაზრდის საგრანტო თანხას. პროგრამაში მონაწილეობისა და კონკურში გამარჯვების შემთხვევაში, მეწარმემ საკუთარი ბიზნესის 20%-იანი თანადაფინანსება უნდა უზრუნველყოს. მიკრომეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა სახელმწიფოს მიერ კონკურსის წესით შერჩეული არასამთავრობო ორგანიზაციებისგან საკონსულტაციო მხარდაჭერასაც ითვალისწინებს, რაც ბიზნესგეგმების შესადგენად ტრენინგების ჩატარებას მოიცავს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა