19.ივლისი .2019 19:50

მიკროჩიპების მწარმოებელი Qualcomm 242 მილიონი ევროთი დააჯარიმეს

views 710
უკან

მიკროჩიპების მწარმოებელი Qualcomm 242 მილიონი ევროთი დააჯარიმეს. გადაწყვეტილება ევროკავშირის კონკურენციის მარეგულირებელმა მიიღო.

როგორც ევროპული ბიზნეს პორტალები იუწყებიან, ევროკავშირის კონკურენციის კომისარმა მარგარეტე ვესტეიჯმა ამერიკული კომპანია კონკურენციისთვის წინააღმდეგობის შექმნაში დაადანაშაულა.

კომისრის განცხადებით, Qualcomm ბოლო ათი წელია, ბაზარზე დომინანტურ პოზიციას უარყოფითად იყენებს და კონკურენტ ფირმებს ფასების მანიპულირებას აძალებს.

ამერიკულმა კონცერნმა Qualcomm-მა 2009-2011 წლებში ჩიპები წარმოების ფასად გაყიდა, მათ შორის ჩინურ ტექნო გიგანტ Huawei-ზეც, რათა კონკურენტი ფირმა Icera ჩაეძირა.

შეგახსენებთ, რომ ეს Qualcomm-ის წინააღმდეგ დაწესებული პირველი ჯარიმა არ არის. აქამდე კომპანიას აშშ-ის ვაჭრობის ფედერალურმა კომისიამ ბრალი დასდო მოდემების ბაზრის მონოპოლიზებაში, რასაც ასევე, 2016 წელს სამხრეთ კორეის ანტიმონოპოლიური სამსახურის მსგავსი ბრალდება უძღოდა წინ, რის შედეგადაც კომპანია კონკურენციისთვის წინააღმდეგობის შექმნაში 854 მილიონით დაჯარიმდა.