მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეხორბლეები ხორბლის ტექნიკური რეგლამენტის მიღებას ითხოვენ

5d1fb4e03c990
ანა ჯოხაძე
06.07.19 10:35
1514
მეხორბლეები ხორბლის ტექნიკური რეგლამენტის მიღებას ითხოვენ. ამის შესახებ BM.GE-თან კომპანია “აგრიკომის” დირექტორმა ქეთევან კუბლაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დღეს ქვეყანაში ხორბლის ხარისხი ყველა ტრანსპორტზე ერთნაირად არ მოწმდება. დოკუმენტაცია მხოლოდ რკინიგზას და გემს აქვს, ხოლო ავტოსატრანსპორტო საშუალებებს ეს დოკუმენტაცია არ აქვთ.

კუბლაშვილი იმასაც ამბობს, რომ აღნიშნულ რეგლამენტზე შესაბამის უწყებებთან უკვე 1 წელზე მეტია მუშაობა მიმდინარეობს, მაგრამ დღემდე უშედეგოდ.

“ფქვილის ტექნიკური რეგლამენტი არსებობს, თუმცა ხორბლის არ არსებობს. ფქვილიში კი ხორბლის შემცველობა 70%-ია. ჩვენ ვითხოვთ, რომ ხორბლის რეგლამენტი იყოს აქტუალური და განსაზღვრული იყოს ხორბლის ხარისხობრივი მაჩვენებლები, რისი დამადასტურებელი მოწმობებიც ნებისმიერ შემთხვევაში ნებისმიერ ტრანსპორტს უნდა მოყვებოდეს.

დღეს მოყვება მხოლოდ რკინიგზისას და გემს, ავტოსატრანსპორტო საშუალებას არ მოყვება. ჩვენ ვითხოვთ, რომ ხარისხი დადასტურებული იქნას, ყველა ტრანსპორტზე ერთნაირად. გარდა ხარისხისა დადასტურებული უნდა იყოს ხორბლის უსაფრთხოება, რაც არის ჩვენი ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი. ეს არის ძალიან მარტივი პირობა, რომელიც ყველა ცივილურ ქვეყანაში კმაყოფილდება, მეც იმედი მაქვს, რომ აქამდე ჩვენც მივალთ.

ხორბლის ტექნიკურ რეგლამენტზე უკვე წელიწადზე მეტია ვმუშაობთ, სოფლის მეურნების სამინისტროსთან, ფინანსთა სამინისტროსა და ეკონიმიკის სამინისტროსთან. ვიცი, რომ მათ ნანახი აქვთ ეს რეგლამენტი, უკვე შემუშავებულია, დევს. იყო საუბარი, რომ უკვე შედის ძალაში, თუმცა გავიარეთ რატომღაც ეგ პიკი. მოკლედ მთავრობის დახმარების გარეშე ბიზნესი ვერ იარსებებს, ამიტომ პრაქტიკულად თქვენი ტელეეთერით ვითხოვ დახმარებას”-განაცხადა გადაცემაში "საქმიანი დილა" კომპანია “აგრიკომის” დამფუძნებელმა ქეთევან კუბლაშვილმა.