15.მაისი .2019 11:26

მესტიის მიმართულებით 25-26 მაისს დამატებითი ავიარეისები დაინიშნება

views 444
უკან

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ 25 და 26 მაისს, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მესტიის მიმართულებით 2 დამატებით რეისს ნიშნავს.

შაბათს, 25 მაისს ნატახტარი-მესტიის მიმართულებით დამატებითი ფრენა 10:00 საათზე განხორციელდება, ხოლო გამოფრენა მესტია-ნატახტარის მიმართულებით - 12:00 საათზე.

კვირას, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, დამატებითი რეისი მესტიის მიმართულებით შემდეგი განრიგით შესრულდება: ნატახტარი-მესტია 17:30 საათზე, მესტია-ნატახტარი - 19:00 საათზე.

26 მაისს, ნატახტარი-მესტია-ნატახტარის მიმართულებით, ასევე გეგმიური რეისიც განხორციელდება: 10:00 საათზე - ნატახტარი-მესტია, 12:00 საათზე - მესტია-ნატახტარი.

ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია ვებგვერდზე https://ticket.vanillasky.ge/.

25-26 მაისს სვანეთის მოსახლებისა და მთის სტუმრებისთვის, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი 2-დღიანი ფესტივალი გაიმართება. სხვადასხვა სახის ღონისძიებების გამართვა მესტიაში, თეთნულდსა და ჰეშკილში იგეგმება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა