მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მერიამ ტაქსის მძღოლებს გადაღებვის და ქიმწმენდის ვაუჩერის აღების ვადა გაუხანგრძლივა

5cc014d7720d0
ლიკა გურაბანიძე
24.04.19 11:47
894
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, 1 500-მდე ტაქსის მძღოლს ავტომობილის გადაღებვის, ფირის გადაკვრის და ქიმწმენდის ვაუჩერი გაუნულდა.

როგორც კალაძემ მერიის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ვაუჩერის გაუქმების მიზეზი მძღოლების უყურადღებობა გახდა.

„ტექდათვალიერების შემდეგ მძღოლები უფლებამოსილნი არიან, ორი კვირის განმავლობაში შესაბამის კომპანიას მიმართონ და ვაუჩერები აიღონ, როგორც გადაღებვის ან გადაკვრის, ასევე - ქიმწმენდის, თუმცა, საინიციატივო ჯგუფთან კომუნიაციის ფარგლებში ირკვევა, რომ ეს ორკვრიანი ვადა მძღოლებმა „გაუშვეს“. კერძოდ, მათ ერგებოდათ ვაუჩერები, მაგრამ შესაბამის კომპანიას არ მიმართეს და 1 500-მდე მძღოლს ვაუჩერები გაუნულდათ,“ - განაცხადა კალაძემ.

მერის განცხადებითვე, საინიციატივო ჯგუფთან შეხვედრის შემდეგ სიტუაცია გამოსწორდა და 1 500-მდე მძღოლი ვაუჩერის აღებას მაინც შეძლებს.

„ჩვენ სპეციალურ საინიციატივო ჯგუფთან შეხვედრა გვქონდა და გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ მათ ვაუჩერის მიღების ვადა გავუხანგრძილივოთ და ამ მძღოლებს შესაძლებლობა ექნებათ 1-ლი მაისიდან 15 მაისის ჩათვლით კომპანიას www.taxi.tbilisi.gov.ge -ზე მიმართონ ნებისმიერ მისამართზე და მიიღონ როგორ ფერის შეცვლის, ასევე - ქიმწმენდის ვაუჩერები. მათ ექნებათ შესაძლებლობა, ეს ვაუჩერები ყველანაირი პირობების გარეშე აიღონ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.