12.ივლისი.2019 14:25
ეკონომიკა

მერია ვერტიკალური გამწვანებლი კედლის გასაახლებლად 300 ათასამდე ლარს დახარჯავს

მერია ვერტიკალური გამწვანებლი კედლის გასაახლებლად 300 ათასამდე ლარს დახარჯავს
თბილისის მერია აღმაშენებლის გამზირზე ვერტიკალური გამწვანებლი კედლის გასაახლებლად 300 ათასამდე ლარს დახარჯავს. შესაბამისი სახელმწიფო შესყიდვა უკვე გამოცხადებულია, რომლის სავარაუდო ღირებულება 294 910 ლარს შეადგენს.

შესყიდვა გულისხმობს დავით აღმაშენებლის გამზირი N59ა-ში მდებარე სახლის კედელზე არსებული „ვერტიკალური გამწვანებული“ კედლის მოწყობა-აღდგენის მომსახურებას.

სახელმწიფო შესყიდვაში წინადადებების მიღება 22 ივლისს სრულდება.

გამარჯვებულმა სამუშაოები უნდა დაასრულოს 16 ნოემბამდე.

შესყიდვის დოკუმენტაციით, მიმწოდებელმა მომსახურების გაწევის დასრულებისას უნდა უზრუნველყოს წყლისა და კანალიზაციის ცენტრალურ მაგისტრალზე დაერთების ხარჯები, ვალდებულია მომსხურების გაწევის დასრულებისას საკუთარი ხარჯებით დაფაროს ყველა არსებული დავალიანება და მომსახურების გაწევის პერიოდში დაზიანების შემთხვევაში დაუყოვნებლივ აღადგინოს არსებული ინფრასტრუქტურა.

ვერტიკალური გამწვანება ადგილზე პროექტ “ახალი ტიფლისის” ფარგლებში მოეწყო.
ავტორი: სალომე მეცხვარიშვილი

20.ივლისი.2019 13:15
46

“საპარტნიორო ფონდის” პროექტი - ჩამოწერილი ჯარიმები და გადავადებული ვალდებულებები

ვრცლად
20.ივლისი.2019 12:46
67

ფინანსთა მინისტრი: მოსახლეობასთან შედგა ღია დიალოგი - სადაც კრიტიკა იყო საჭირო, გვესმოდა კრიტიკა

ვრცლად
20.ივლისი.2019 12:11
88

top 5 დაცული ტერიტორია საქართველოში, რომელსაც ყველაზე ხშირად სტუმრობენ

ვრცლად
20.ივლისი.2019 11:05
367

„$37,000 უკან გადავრიცხე - ინდოეთში“, - ბიზნესის პრობლემები ინდოეთიდან ტურისტების მოზიდვისას

ვრცლად
20.ივლისი.2019 10:20
112

აჭარაში სპორტული ტურიზმის პოტენციალის კვლევისთვის 200 ათასი ევრო დაიხარჯება

ვრცლად
20.ივლისი.2019 10:00
803

“ტოიოტა ცენტრი თბილისი": დღეს ეკონომიკის პირველი მტერი ეროვნული ბანკია

ვრცლად