მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მერია: რეაბილიტირებულ პარკებში კომერციული ფართები გათვალისწინებული იქნება

5d35cca8e6fbf
თათია ჩაფიჩაძე
23.07.19 09:00
899
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის გიგა გიგაშვილის ინფორმაციით, რეაბილიტირებულ და ახალ პარკებში მერია სპეციალურ კომერციულ ფართებს ააშენებს.

„ე.წ. წითელ ბაღში ავაშენეთ მსუბუქი სივრცის კონსტრუქცია, რომელიც ვიზუალურადაც მიმზიდველია და მეორე მხრივ, არსებულ მოთხოვნასაც დააკმაყოფილებს. გვინდოდა, ყოფილიყო ინტეგრირებული და არ ყოფილიყო საერთო სივრციდან ამოვარდნილი. მსგავსი სივრცეები ყველა პარკში იქნება გათვალისწიენბული, ისევე როგორც - სველი წერტილები“, - განაცხადა გიგაშვილმა.

მისივე თქმით, საკმადო დიდი პრობლემაა თვითნებური ვაჭრობა.

„თვითნებური ვაჭრობა ბევრ ადგილას გვხდება და სწორედ ამიტომ პროექტშივე უნდა იყოს გათვალისწნებული ანუ ჩვენ თვითონ უნდა გამოვყოთ ადგილები, სადაც შესაძლებელი იქნება ამის გაკეთება დ ვიზრუნოთ იმ ინფრასტრუქტრის შექმნაზე, რაც საჭიროა“, - აღნიშნა გიგაშვილმა.