03.იანვარი.2016 11:00
საზოგადოება

მერია პეკინის ქუჩის საცობებისგან განტვირთვის პროექტის სამუშაო ვერსიას იანვარში წარმოადგენს

მერია პეკინის ქუჩის საცობებისგან განტვირთვის პროექტის სამუშაო ვერსიას იანვარში წარმოადგენს
ინტერვიუ ირაკლი ლექვინაძესთან.

- 2015 არ იყო მარტივი წელი დედაქალაქისთვის, დაწყებული სტიქიით დასრულებული ლარის გაუფასურებით. როგორ ვხვდებით 2016 წელს?

- ახალ წელს ახალი ენერგიით და ახალი პროექტებით ვხვდებით და გვინდა, რომ ის შედეგები, რომელიც 2015 წელს იყო მომავალ წელს გაუმჯობესებული იყოს.

- გაუთვალისწინებელ პრობლემებს რამდენად გაართვით თავი?

- 2015 წელს მიმდინარე საკითხების გარდა, ორ მთავარ მოვლენას გამოვყოფდი, რომელიც განხორციელდა. პირველი ეს იყო ივნისის სტიქია - ის მართლაც სერიოზული გამოწვევა იყო. მარტო მერიის რესურსი საკმარისი არ იქნებოდა. დონორები, ბიზნესი, სახელმწიფო სტრუქტურები იყვნენ ჩართულები. თითოეულ მოხალისესთან ერთად, ერთობლივი ძალისხმევით შევძელით მთავარ პრობლემებზე გამკლავება და მეორე საკითხს გამოვყოფდი სპორტული ღონისძიებები, რომელსაც თბილისმა უმასპინძლა და ამ კუთხით კარგი შეფასებები იყო უცხოელების მხრიდან.

- ბოიუროკრატია - ნომერ პირველი პრობლემა. დეველოპერებს გამოვყოფდი. ეს მიმართულება რამდენად იხვეწება, რა ნაბიჯები იდგმევა, რომ ბიუროკრატიული მოვლენები შემცირდეს?

- სამწუხაროდ არის ღია საკითხები, სადაც ჩვენ მეტი კომუნიკაცია გვჭირდება ბიზნესთან და ქვეყნის პოლიტიკაც ეს არის - ბიზნესზე ორიენტირებული ადმინისტრაცია და მთავრობა უნდა იყოს ქვეყანაში, მათ შორის ქალაქის ხელმძღვანელობა. ვცდილობთ, რომ ის ქეისები, რომლებიც არსებობს სწორად და სამართლიანად გადაიჭრას. სადაც დაბალანსებული იქნება, როგორც კერძო ბიზნესის, ასევე საზოგადოების ინტერესი. ყველა ასეთი საკითხის მიმართ საზოგადოების ინტერესი ჩართულობა დიდია და ჩვენი ამოცანაა, რომ ორმხრივად კომპრომისული გადაწყვეტილებები იქნეს მიღებული, რომელიც მათზე იქნება ორიენტირებული.

2015 წელს საზოგადოების მხრიდან რა შეკითხვაც ისმეოდა ეს, რა თქმა უნდა ინფრასტრუქტურის ნაწილი იყო. თუმცა, სტიქიამ ხელი შეუშალა ამ პროექტებს, რადგან ზაფხული ერთ-ერთი ყველაზე აქტიური პერიოდია ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად. წლის მეორე ნახევარში ძირითადი ინფრასტრუქტურული სამუშაოების გააქტიურება მოხდა და დღეს ის მთავარი პრობლემები, რომელიც წლის მანძილზე ფიქსირდებოდა, შემიძლია ვთქვა, რომ უდიდესი ნაწილი ბოლომდე მიყვანილია. კომპანიებთან ურთიერთობაშიც პრობლემები იყო.

- ტენდერებთან დაკავშირებით რა პრობლემები იყო?

- ერთ კომპანიასთან მიმართებაში ტენდერი პრობლემა იყო, რომელსაც ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე რვა ობიექტი ჰქონდა აღებული და საკმაოდ უარყოფითი სურათი შექმნა. თუმცა, ეს საკითხი დროულად იქნა გამოსწორებული და რა თქმა უნდა, მონიტორინგი ხდება. თბილისის მერიას საკუთარი მუნიციპალური ლაბორატორია გააჩნია, ვინც ხარისხს ამოწმებს და ბუნებრივია ზედამხედველობაც ხორციელდება. რაც შეეხება შემოვლითი რკინიგზის პროექტს, საქართველოს რკინიგზას საკონსულტაციო კომპანია ჰყავდა დაქირავებული, რომელმაც რკინიგზის თავდაპირველ პროექტს ანალიზი გაუწია. ანალიზმა აჩვენა, რომ პროექტი ეკონომიკურად მომგებიანი არ იყო და არც დასაბუთებული ბოლომდე. საქართველოს რკინიგზან ჩვენ სამი სცენარი მოგვცა მომავალში შემოვლითი გზის განვითარება როგორ შეიძლება მოხდეს. ერთი რამ არის მთავრი, რომ შემოვლითი გზის პროექტი გაგრძელდება. სამი სცენარიდან ერთი საუკეთესო ვარიანტი შეირჩევა. ამას გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფი შეარჩევს. ეს სავარაუდოდ 2016 წლის ბოლოს იქნება. იმიტომ, რომ გეგმაზე მომუშავე ჯგუფს დაახლოებით 15 თვიანი პეიოდი აქვს აღებული.

- როგორც ცნობილია, აზიის განვითარების ბანკთან საკმაოდ სერიოზული პროექტები გვაქვს, რომელიც ესტაკადებს, ხიდებს და ა.შ. ემსახურება. ეს ყველაფერი პირდაპირ პროპორციულია საცობების განტვირთვასთან. რამდენად ხდება აზიის განვითარების ბანკის რეკომენდაციების გათვალისწინება, რამდენად იდგმება ნაბიჯები?

- საცობების შესახებ რამდენიმე გადაწყვეტილება მიღებულია და ამ საკითხზე მოგახსენებთ. აზიის განვითარების ბანკი ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და რიგ საკითხებთან დაკავშირებით კონსულტაციებს მუდმივად გავდივართ, რადგანაც მისი პრიორიტეტი ტრანსპორტი და ინფრასტრუქტურაა. პუშკინის ესტაკადის პროექტი დაწყებულია, რომელმაც იმ მონაკვეთზე განტვირთვას გარკვეულწილად ხელი უნდა შეუწყოს. რამდენიმე დღის წინ გერმანულმა ჯგუფმა კვლევის შუალედური ვერსია წარმოგვიდგინა, რომელიც სასტუმრო “ჰოლიდეინის’’ მიმდებარე ტერიტორიის და ასევე, პეკინის ტერიტორიის განტვირთვის სქემას გულისხმობს. ჩვენ კიდევ სამუშაო პროცესში ვართ და ალბათ მის ძირითად ვერსიას იანვარში წარვადგენთ.

- ეს 2016 წელს მოხერხდება?

- ეს მოხერხდება 2016 წელს. ეს იქნება გადაწყვეტილებები, რომლებმაც ამ ტერიტორიებზე, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კვანძია განტვირთვას ხელი უნდა შეუწყოს. აზიის განვითარების ბანკთან ვმუაშაობთ და ასევე რამდენიმე პროექტია განხორციელებული და საკმაოდ საინტერესო პროექტზე ვმუშაობთ, ეს არის საბაგიროები, თუ სად უნდა იყოს საბაგიროები და ე.წ. “ბასლაინები’’ და ჩვენ ახალი ავტობუსები უნდა გვყავდეს. 

23.ივლისი.2019 19:00
702

რა ღირს 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს სტანდარტული ნომერი საქართველოში

ვრცლად
23.ივლისი.2019 18:35
276

პრემიერ-მინისტრი უკრაინელ ხალხს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას ულოცავს

ვრცლად
23.ივლისი.2019 17:00
283

„წელს რეკორდული თანხა - 400 მლნ იხარჯება რეგიონებში, რაც 6700 პროექტის განხორციელებას მოხმარდება“

ვრცლად
23.ივლისი.2019 15:31
307

„ბედნიერი ვარ იმ სითბოთი, რაც ქართველმა ხალხმა ჩემს მიმართ გამოხატა“ - რივალდო ქუთაისშია

ვრცლად
23.ივლისი.2019 13:46
124

Gwp ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს იწყებს

ვრცლად
23.ივლისი.2019 12:10
846

იუსტიციის სახლში საზღვრის კვეთის ცნობების გაცემა დაიწყო

ვრცლად