მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მერია მტკვრის მარჯვენა სანაპიროს 700-მეტრიანი მონაკვეთის გზის საფარის მოწესრიგებას იწყებს

5d09f63d47af2
თელარა გელანტია
19.06.19 12:45
1155
თბილისის მერია მტკვრის მარჯვენა სანაპიროს 700-მეტრიანი მონაკვეთის გზის საფარის მოწესრიგებას იწყებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

მისი თქმით, საგზაო სამუშაოები გალაკტიონის ხიდიდან ლაგუნა ვერესთან არსებულ პანდუსამდე განხორციელდება.

„სამუშაოები ხვალიდან დაიწყება. გზის საფარი პირველ რიგში მოიფრეზება. რადგან ბევრი ავტომობილი გადაადგილდება და ქალაქში ბევრი სხვა ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, არ გვინდა კიდევ შევაყოვნოთ მძღოლები. ამიტომ, სამუშაოები ღამის საათებში განხორციელდება. 10 დღე დაჭირდება ამ სამუშაოების ჩატარებას და დაახლოებით 900 ათასი ლარია პროექტის ღირებულება“, - განაცხადა კახა კალაძემ.