13.მარტი.2016 10:54
საზოგადოება

მერია, დედაქალაქის მასშტაბით, არქეოლოგიური კვლევების განსახორციელებლად კონკურსს აცხადებს

მერია, დედაქალაქის მასშტაბით, არქეოლოგიური კვლევების განსახორციელებლად კონკურსს აცხადებს
თბილისის მერია, დედაქალაქის მასშტაბით, არქეოლოგიური კვლევების განსახორციელებლად კონკურსს აცხადებს. კონკურსით დაინტერესებულმა პირებმა პროექტები თბილისის მერიაში 2016 წლის 1 აპრილის 18:00 საათამდე უნდა წარადგინონ. საკონკურსო განაცხადებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქეოლოგიური საბჭო განიხილავს.

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ კონკურსი "შაჰტახტის (შაიტახტის) დედაციხის“ მონაკვეთზე გამოაცხადა, სადაც არქეოლოგიური პროექტების შესარჩევი პირველი კონკურსის შედეგად არქეოლოგიური კვლევის ნაწილი უკვე დასრულდა.

დავით ნარმანიამ, არქეოლოგიურ საბჭოს წევრებთან ერთად, "შაჰტახტის დედაციხის“ მონაკვეთზე უკვე ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოების შესახებ ანგარიში მოისმინა და ტერიტორია დაათვალიერა.

"გასული წლის კონკურსის შედეგად ჩატარებული არქეოლოგიური კვლევების შემდეგ საკმაოდ კარგი შედეგი მივიღეთ. ამიტომ, კონკურსი წელსაც გამოცხადდა. თბილისის ისტორიულ ნაწილში ჩატარდება არქეოლოგიური კვლევები, რომლის საშუალებითაც მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღება შეიძლება იმასთან დაკავშირებით, რაზეც დღეს ვარაუდი არსებობს. ეს არის ჩვენი ქალაქის ისტორიის გაცოცხლება, მეორეს მხრივ, მნიშვნელოვანია ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით. გვაქვს კონკრეტული გეგმა, როგორ მოვუაროთ კულტურულ მემკვიდრეობას, რომ მომავალ თაობას გადავცეთ ის, რაც ჩვენთვის ძალიან ძვირფასია“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

არქეოლოგიური პროექტების შესარჩევი კონკურსი პირველად 2015 წლის ივნისში გამოცხადდა. შედეგად, კვლევები "წმ. 40 სებასტიელ მოწამეთა“, "შაჰტახტის“, "საჯოგისა“ და „თრელიგორების“ ნასახლარის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდა. რაც შეეხება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქეოლოგიურ საბჭოს, ის 2015 წლის 9 ივნისს შეიქმნა. საბჭო 14 წევრისგან შედგება და მისი თავმჯდომარე დავით ნარმანიაა. 

16.ივლისი.2019 21:40
402

CNN-ი, Bloomberg-ი, Nat. Geo - მთავრობამ ამ კომპანიებს საქართველოს რეკლამა დაუკვეთა

ვრცლად
16.ივლისი.2019 20:30
289

გაძვირდება თუ არა მგზავრობა?- რას ამბობენ "თბილისის მიკროავტობუსში"

ვრცლად
16.ივლისი.2019 20:22
275

მთავრობამ მაღალმთიანი დასახლებების განვითარების საშუალოვადიანი სტრატეგია დაამტკიცა

ვრცლად
16.ივლისი.2019 20:15
329

"ჭიდაობის ფედერაციამ „ოცნების“ დეპუტატის დის სასტუმროს 1,6 მილიონი ლარი გადაურიცხა"

ვრცლად
16.ივლისი.2019 18:34
224

"ჩვენ ყველა პროექტს დავეხმარებით სახელმწიფო გარანტიით" - ბახტაძე ტურიზმზე

ვრცლად
16.ივლისი.2019 18:15
660

თამარ მეფის ხიდიდან ჩასასვლელ პანდუსზე ტრანსპორტის მოძრაობა წლის ბოლომდე შეიზღუდება

ვრცლად