09.იანვარი.2016 13:50
საზოგადოება

მერია: ალექსიძის ქუჩაზე პროექტის დარღვევისთვის სამშენებლო კომპანია დაჯარიმდა

მერია: ალექსიძის ქუჩაზე პროექტის დარღვევისთვის სამშენებლო კომპანია დაჯარიმდა
თბილისის მერია ალექსიძის ქუჩა #1-ში მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
 
„აღნიშნულ ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოებს დეველოპერული კომპანია „აპექს ჯგუფი“ აწარმოებს, რომლის მიმართაც თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურს წარმოება პროექტის დარღვევისა და უსაფრთხოების ნორმების დაუცველობის მიმართულებით აქვს დაწყებული.

პროექტის დარღვევისთვის სამშენებლო კომპანიას 4000 ლარის ოდენობის ჯარიმა უკვე დაეკისრა, რაც შეეხება უსაფრთხოების ნორმებს, კომპანიამ წარმოადგინა დოკუმენტაცია, რომლის შესწავლაც ამ ეტაპზე მიმდინარეობს და პროცესი უახლოეს დღეებში დასრულდება.

გარდა ამისა, აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა ზონალური საბჭოს სხდომაზე, რომელსაც პროექტის ავტორებთან და რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად, ადგილობრივი მცხოვრებლებიც ესწრებოდნენ. სხდომაზე სამშენებლო კომპანიას უარი ეთქვა კოეფიციენტის გაზრდასთან დაკავშირებით და მიეცა რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც, კომპანია „აპექს ჯგუფმა“ უნდა შეიმუშაოს საინვესტიციო წინადადება, სადაც, როგორც ინვესტორის, ასევე მოსახლეობის ინტერესები იქნება გათვალისწინებული.
აღსანიშნავია, რომ ალექსიძის #1-ში დაგეგმილია ტერიტორიის კეთილმოწყობა და გამწვანებული სივრცის, სკვერის გაშენება.

თბილისის მერია მზაობას გამოთქვამს აღნიშნულ საკითხზე ღია დისკუსიის გასამართად ადგილობრივი მოსახლეობის, კერძო ინვესტორისა და დეველოპერული კომპანიის ჩართულობით“, - ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

25.ივნისი.2019 16:47
256

„ტურისტული ემბარგოს“ გამო, საპატრიარქო ხელისუფლებას და ბანკებს თხოვნით მიმართავს

ვრცლად
25.ივნისი.2019 16:34
146

საპატრიარქო მრევლს მიმართავს: წელს დასვენება საქართველოში ამჯობინეთ

ვრცლად
25.ივნისი.2019 16:13
304

თალაკვაძე: პარლამენტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ კანონს ხვალ მიიღებს

ვრცლად
25.ივნისი.2019 14:18
421

რას სთავაზობს ბულგარეთში საქართველოს საელჩო ქართველ ტუროპერატორებს?

ვრცლად
25.ივნისი.2019 12:45
110

თბილისის ათივე რაიონის გამგეობა უამინდობის დროს დაზარალებულ ოჯახებს დაეხმარება

ვრცლად
24.ივნისი.2019 23:41
4412

რიყეზე დაშავებული მეორე ტურისტიც საავადმყოფოში გარდაიცვალა

ვრცლად