01.აპრილი .2016 10:53

მეღვინე: ამ ნაოფლარით ვიღაცამ დაუმსახურებელი პრემია ან ჯიპი, რომ იყიდოს, ხომ გაგისკდება გული

views 2813
უკან

"არ გასვენებს ფიქრი ამ ნაჯახირალ ნაოფლარით, რომ ვიღაცამ დაუმსახურებელი პრემია ან ჯიპი იყიდოს ხომ გაგისკდება გული", - წერს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე, "იაგოს ღვინოს" დამფუძნებელი, იაგო ბიტარიშვილი.
 
"მოგეხსენებათ 1 აპრილი არის ბოლო დღე დეკლარაციების ჩაბარების და ბიუჯეტში მთელი წლის გადასახადის გადახდის.

ორი კვირის წინ, ბუღალტერმა თანხა გამომიყვანა ერთი კვირა მოსულიერებას მოვუნდი.

ბოლო ერთი კვირა კი დავდივარ მეგობრებში ნაცნობებში (არ მინდა აქ მოვნიშნო რომ ხალხმა არ შეაწუხოს მიხვდებიან თვითონ) ვსესხულობ ფულს და ვავსებ ამ ხრამს. გუშინ საღამოს 11 საათზე ამოვავსე როგორც იქნა ეს უფსკრული და პირველი შეგრძნება.

ერთის მხრივ, რა მაგარია, - ამაყი ხარ, რომ ამ ქვეყნისთვის რაღაცას აკეთებ და შენი წვლილი შეგაქვს, მაგრამ მაშინვე არ გასვენებს ფიქრი ამ ნაჯახირალ ნაოფლარით, რომ ვიღაცამ დაუმსახურებელი პრემია ან ჯიპი იყიდოს ხომ გაგისკდება გული.

ნუ იზამთ ამას, როცა დაგჭირდებათ ჩემს 26 წლის "ოპელს" გათხოვებთ როცა გენებოთ, მასეთი მანქანა მეორე არ დადის", - წერს იაგო ბიტარიშვილი.