22.თებერვალი .2016 18:50

mega-logistic-ი საქართველოში მცირე სამაცივრე და სასაწყობე მეურნეობების ბიზნესით ინტერესდება

views 2007
უკან

კომპანია mega-logistic-ი საქართველოში მცირე სამაცივრე და სასაწყობე მეურნეობების ბიზნესით ინტერესდება. კომპანიის ხელმძღვანელობან საკუთარი გეგმები საპარტნიორო ფონდს გააცნო. საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ფონდში უნგრეთის "ექსიმბანკის“ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვედანაყოფის ბიზნეს განვითარების დირექტორი ვიქტორ ბერკი და კომპანია mega-logistic-ის ხელმძღვანელი ატილა ტამასი მიიღო. კომპანია საპარტნიორო ფონდთან ერთობლივად სამაცივრე და სასაწყობე მეურნეობაში ინვესტირების სურვილს გამოთქვამს. უნგრეთის "ექსიმბანკი" მზად არის ერთობლივი ბიზნესის განვითარებისთვის დაფინანსება და შეღავათიანი სესხი გამოყოს.
 
საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა, დავით საგანელიძემ სტუმრებს სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშემწყობი პროექტების, კერძოდ კი სამაცივრე მეურნეობების დაფინანსების მიმართულებით ფონდის გეგმები გააცნო.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა