მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მედიაში გავრცელებული ბრალდებების გამო საფრანგეთის გარემოს დაცვის მინისტრი გადადგა

5d2f1ce799282
მიხეილ ხაჩიძე
17.07.19 17:04
852
მედიაში გავრცელებული ბრალდებების გამო საფრანგეთის გარემოს დაცვის მინისტრი თანამდებობიდან გადადგა. განცხადება პოსტის დატოვების შესახებ ფრანსუა დე რიუჟიმ სოციალურ ქსელში გააკეთა.

„აღარ მინდა ჩემი ოჯახი და ჩემი თავი მედიის მიერ ლინჩის წესით გასამართლების მსხვერპლნი ვიყოთ,’’- დაპოსტა საფრანგეთის გარემოს დაცვის მინისტრმა.

ამას გარდა, დე რიუჟი ამბობს, რომ ჟურნალისტების მიერ გავრცელებული ცნობების შემდეგ, მუდმივად უწევს კითხვებზე პასუხის გაცემა და თავდასხმების მოგერიება. როგორც ის აცხადებს, გამოცემის წინააღმდეგ ცილისწამებისთვის სარჩელის შეტანას გეგმავს.

საქმე ეხება, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ფრანგული გამოცემების მიერ გავრცელებულ ინფორმაციებს. გავლენიანი მედია პორტალები მინისტრს ბიუჯეტის ხარჯზე ვახშმობასა და საცხოვრებელი სახლის გარემონტებაში ადანაშაულებენ. ფრანგი მინისტრი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს, თუმცა მედია თავდასხმის გამო, თანამდებობას ტოვებს.

ფრანსუა საფრანგეთის გარემოს დაცვის მინისტრად სულ 10 თვეა რაც მუშაობს, მანამდე ის ქვეყნის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე იყო.