14.თებერვალი .2016 21:17

მეცნიერებმა არასასურველი მოგონებების წაშლის გზა აღმოაჩინეს

views 1395
უკან

PBS-ის ეთერში ახალი დოკუმენტური ფილმი გავიდა, რომელიც გვიჩვენებს, თუ როგორ შეუძლია თანამედროვე მეცნიერებას მოგონებების შესწორება და მათი ახლიდან შექმნა.
 
არსებობს ისეთი მოგონებები, რომლისგანაც სამუდამოდ გათავისუფლება გსურთ? რა მოხდებოდა, თუ თქვენ უსიამოვნო მოგონებების კორექტირებას ან ახალი მოგონებების ფორმირებას შეძლებდით? არადამაჯერებლად ჟღერს, თუმცა ამას სამეცნიერო ფანტასტიკასის სფეროსთან საერთო არაფერი აქვს.

"მეხსიერების ჰაკერები", - ასე ჰქვია დოკუმენტურ ფილმში ნაჩვენებ თანამედროვე კვლევას მეხსიერების ბუნების შესახებ.

"ადამიანების უმეტესობა მეხსიერებას ერთგვარ ჩამწერ ფირად აღიქვამს, რომელიც, თავის მხრივ, ყველა სახის ინფორმაციას ინახავს", - ამბობენ ფილმის შემქმნელები. "მაგრამ ახლა, მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ მეხსიერება ბევრად უფრო მოქნილია. ჩვენ მივაკვლიეთ ზუსტ მექანიზმებს, რომლებსაც მოგონებების ახსნა და კონტროლი შეუძლიათ".

დოკუმენტურ ფილმში ნაჩვენებია ჯეიკ ჰაუსლერი, 12 წლის ბიჭი სენტ–ლუისიდან, რომელსაც 8 წლის ასაკიდან ცხოვრების თითოეული დეტალი ახსოვს. ჯეიკ ჰაუსლერი ყველაზე ახალგაზრდა ადამიანია, რომელსაც ჰიპერთიმეზიის დიაგნოზი დაუსვეს. დაავადება ჯეიკს ხელს უშლის წარსულში მომხდარი უმნიშვნელო და მნიშვნელოვანი მოვლენები ერთმანეთისაგან განასხვაოს.

"დავიწყება ტვინის ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქციაა", - ამბობს ცნობილი ნეირომეცნიერი - ანდრე ფენტონი, რომელიც ამჟამად უსიამოვნო მოგონებების წაშლის ტექნიკაზე მუშაობს. "ის, რაც ადამიანის მეხსიერების შესახებ ვიცით, მხოლოდ აისბერგის მწვერვალია".

რესპონდენტებს შორის იყო ჯულია შოუც, ფსიქოლოგიის პროფესორი ლონდონის ბანკის უნივერსიტეტიდან, რომელმაც ცრუ მოგონებების გადანერგვის სისტემა შეიმუშავა, ამ სისტემით დანაშაულის ჩადენის შესახებ არასწორი მეხსიერების შექმნაა შესაძლებელი - კვლევა სისხლის სამართლის სისტემისთვის შემაშფოთებელ შედეგებს შეიცავს.

ფილმის შემქმნელებს შეხვედრები ჰქონდათ ფსიქოლოგ მერელ კინდტანაც, რომელმაც ნეგატიური მოგონებებისაგან გათავისუფლების გზები აღმოაჩინა. ამ აღმოჩენით მერელმა არაქნოფობიით (ობობების შიში) დაავადებული რამდენიმე პაციენტი განკურნა.

IHUB Tbilisi