08.აპრილი.2016 10:18
ბიზნესი

მეჩაიეთა ასოციაცია: ქართულ ბაზარზე დაძველებული და საღებავებით გაჯერებული ჩაი შემოდის

მეჩაიეთა ასოციაცია: ქართულ ბაზარზე დაძველებული და საღებავებით გაჯერებული ჩაი შემოდის
მეჩაიეთა ასოცაიციის ხელმძღვანელის, თენგიზ სვანიძის განცხადებით, ქვეყანაში ჩაის პროდუქცია ყოველგვარი ხარისხის შემოწმების გარეშე შემოდის, რაც დარგის განვითარების ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორია. როგორც თენგიზ სვანიძე ამბობს, დარგის განვითარებას ასევე ხელს უშლის ბაზარზე არსებული დემპინგური ფასებიც.
 
"ჩვენ ჩავატარეთ კვლევა. ჩაის პროდუქცია შევამოწმეთ ლაბორატორიულად, რაზეც შესაბამისი უწყებები საქმის კურსშია. ქვეყანაში ჩაის პროდუქცია უკონტროლოდ შემოდის, ყოველგვარი ხარისიხის შემოწმების გარეშე. მხედველობაში მაქვს დაძველებული ჩაის პროდუქცია და ის პროდუქცია, რომელიც გაჯერებულია ათასი კვებითი თუ არაკვებითი საღებავებით", - აცხადებს მეჩაიეთა ასოციაციის ხელმძღვანელი.

თენგიზ სვანიძის თქმით, დღეს ჩაის ბაზარზე პროდუქციის მხოლოდ შერჩევით კონტროლი ხორციელდება, ამიტომ საჭირო შესაბამისი პროდუქცია პერმანენტულად, საზღვარზეც გაკონტროლდეს.

სვანიძის განცხადებით, საქართველოს მოსახლეობა წლის განმავლობაში დაახლოებით 1000 ტონა ჩაის მოიხმარს. მისი თქმით, დღეს ბაზარზე ძირითადად ჩაი აზერბაიჯანიდან შემოდის, თუმცა საქართველოს აქვს პოტენციალი ადგილობრივი მოთხოვნა დააკმაყოფილოს.

"თუ ყველა პლანტაციის რეაბილიტაცია მოხდება, დაახლოებით 6-7 ჰექტარის, 10-12 ტონა ხარისხიანი ჩაის წარმოება შეგვიძლია. საექსპორტო პოტენციალიც დიდია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ შიდა მოხმარება მხოლოდ 1000 ტონაა", - აცხადებს თენგიზ სვანიძე.
ავტორი: ელენე გოგბერაშვილი

15.ივნისი.2019 11:20
3297

MADE IN GEORGIA-ს იარლიყით H&M-ის ბრენდის სამოსი 64 ქვეყანაში იყიდება

ვრცლად
05.ივნისი.2019 13:54
1129

BMG-ის პასუხი ავსტრიის საელჩოს - არად ბენკოსთან ინტერვიუს სრული ვერსია ინგლისურ ენაზე

ვრცლად
25.აპრილი.2019 10:58
406

აღსრულების ეროვნული ბიურო: გამარტივებულ საქმისწარმოებაზე მოთხოვნა იზრდება

ვრცლად
19.აპრილი.2019 20:00
503

"ნატახტარი": ბოლო წლებში ლუდის ბაზარი აღარ იზრდება

ვრცლად
12.აპრილი.2019 19:45
643

პოლიეთილენის მწარმოებელი დანადგარისთვის აღებული სესხი – პარკი აიკრძალა, სესხი დარჩა

ვრცლად
03.აპრილი.2019 09:00
1260

"კუმისის" დამფუძნებელმა მთავრობის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელი მოამზადა

ვრცლად