23.აპრილი .2019 20:25

მეჩაიეთა ასოციაცია ანტიდემპინგური კანონის შემოღებას ითხოვს

views 775
უკან

“ძირითადი პრობლემა ჩაის ინდუსტრიაში ნედლეულის დეფიციტია”-ამის შესახებ მეჩაიეთა ასოციაციის ხელმძღვანელმა თენგიზ სვანიძემ bm.ge-ს განუცხადა. მისი თქმით, მიუხედავად სახელმწიფო პროგრამებისა, მაინც არ ხდება პლანტაციების შესაბამის დონეზე რეაბილიტაცია და ბაზარზე წარმოიქმნება დეფიციტი: მიწოდება ვერ ეწევა მოთხოვნას. სვანიძის თქმით, მეორე პრობლემა ბაზარზე არასამართლიან კონკურენციას უკავშირდება. ამ პრობლემის მოგვარების გზას კი სვანიძე ანტიდემპინგური კანონის მიღებაში ხედავს.

“ამჟამად რამდენიმე მცირე საწარმო მუშაობს, რომელიც ძალიან მაღალი ხარისხის პროდუქციას უშვებს, თუმცა აქაც არის მცირე პრობლემა. რეაბილიტაცია თავის ხარჯებს მოითხოვს. აქედან გამომდინარე პროდუქციის თვითღირებულება ოდნავ მაღალია. მით უმეტეს, იმ პირობებში, როდესაც ქართული ჩაის ბაზარი არ არის დაცული და პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ არ არის ქვეყანაში სამართლიანი კონკურენციის პირობები. სამართლიანი კონკურენციისას მხედველობაში მაქვს იმპორტირებული ჩაის შემოტანა, რომელიც ძირითადად დემპინგური ფასებით შემოდის და ხელს უშლის ქართული ჩაის რეალიზაციას, როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო ბაზარზე. რამდენიმე დღის წინ გვქონდა შეხვედრა ეკონომიკის სამინისტროსთან და მომზადებულია ანტიდემპინგური კანონი, რომელიც ბოლოს და ბოლოს უკვე გააქტიურდა. ალბათ მოხდება მისი განხილვა და მიღება. თუ ანტიდემპინგური კანონი მიიღეს ეს რა თქმა უნდა ხელს შუწყობს ქართული ჩაის რეალიზაციას.”-აცხადებს მეჩაიეთა ასოციაციის ხელმღვანელი თენგიზ სვანიძე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა