06.მაისი .2016 11:50

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე "საევაკუაციო ნაგებობები" მოეწყობა

views 1136
უკან

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მაია ქალიაშვილმა და სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის დირექტორმა იოსებ ოზაშვილმა მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 136–ე კილომეტრზე, "საევაკუაციო ნაგებობების" მოწყობის სამუშაოები დაათვალიერეს.
 
პროექტი კლდის ფერდზე 208,80 მეტრი სიგრძის და 2.25მ სიგანის საევაკუაციო დერეფნის მშენებლობას ითვალსწინებს. მსგავსი პროექტი საქართველოში პირველად ხორციელდება. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, საევაკუაციო დერეფანი, სტიქიის შემთხვევაში, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის სავატომობილო გზით მოსარგებლეთა და საბაჟო-გამშვები პუნქტსა და მიმდებარე მშენებარე ობიექტებზე დასაქმებულთა ევაკუაციის ადგილამდე უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუშაოები 2015 წლის ივნისში დაიწყო და 2016 წელს დასრულდება. პროექტის სავარაუდო ღირებულება 1 მილიონ 200 ათასი ლარია.

მშენებლობაზე დასაქმებულია 50 ადამიანი. მათი დიდი ნაწილი ადგილობრივი მცხოვრებია.

მყინვარ დევდორაკზე, განთავსებულ სპეციალური საგუშაგოში 24 საათიანი მორიგეობაა დაწესებული. განგაშის გამოცხადების შემთხვევაში შესაბამისი სამსახურები ოპერატიულად უზრუნველყოფენ სტიქიის ზონაში ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვას.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა