27.ნოემბერი.2015 11:50
ეკონომიკა

მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროგრამა მომავალ წელსაც გაგრძელდება

მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროგრამა მომავალ წელსაც გაგრძელდება
მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის 3 წლიანი პროგრამა მომავალ წელსაც გაგრძელდება. როგორც დღეს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა, 2016 წელს გაგრძელდება აგროდაზღვევის პროგრამა და პროგრამა "დანერგე მომავალი".

პრემიერის განმარტებით, მომავალ წელს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებისთვის დაახლოებით მილიარდი ლარია გათვალისწინებული.

"აქედან დაახლოებით ნახევარი მილიარდი ლარი მოხმარდება საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. 280 მილიონი ლარია გათვალისწინებული რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისთვის.

გაგრძელდება "აწარმოე საქართველოში" პროგრამის მხარდაჭერა. დღეის მდგომარეობით, აგროკრედიტის პროგრამის ფარგლებში 139 ახალი საწარმო და 600 მეტი საწარმოა დაფინანსებული გადაირაღების კუთხით. ინდუსტრიული მიმართულებით, 123 ახალი ქარხანა დავაფინანსეთ, რაც ჯამში 350 მილიონი ლარის ინვესტიციაა. გვქონდა 3 წლიანი პროგრამა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის და გადავწყვიტეთ, რომ გაისადაც გავაგრძელოთ ეს პროგრამა. ასევე გაგრძელდება აგროდაზღვევის პროგრამა და პროგრამა "დანერგე მომავალი". კიდევ ერთი ინფორმაცია: ჩვენ 8000 ფერმერს ჩამოვაწერეთ 26 მილიონი ლარის ოდენობის იჯარის დავალიანება," - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

23.აპრილი.2019 16:16
5

ეს არის ინვესტიცია ქვეყნის მომავალში - აკაკი ზოიძე საპენსიო რეფორმის შესახებ

ვრცლად
23.აპრილი.2019 16:10
13

ივანე მაჭავარიანი საპენსიო რეფორმაზე: „ეს სამუშაო ადგილებს პირველივე წლიდან გაზრდის“

ვრცლად
23.აპრილი.2019 15:51
211

ივანე მაჭავარიანი - 60,000 ლარი მაქვს დანაზოგი და ძალიანაც წყნარად ვგრძნობ თავს

ვრცლად
23.აპრილი.2019 15:39
73

ფინანსთა მინისტრი: საწვავის შემომტანების ლობისტად ნამდვილად არ გამოვდგები

ვრცლად
23.აპრილი.2019 15:08
309

"კობა გვენეტაძე ამბობს, რომ 10 საათზე მოვიდეს ბავშვი სახლში და მე ვამბობ, რომ 12-მდე დატოვეთ"

ვრცლად
23.აპრილი.2019 14:53
131

"არ აქვს მნიშვნელობა სად შენდება ჰესი, ინვესტორის უფლებები დაცული და გარანტირებული იყოს"

ვრცლად