22.ივლისი .2019 15:27

მავრიტანიის სანაპიროსთან საქართველოს დროშის ქვეშ მცურავ გემზე გაჩენილ ხანძარს 1 ადამიანი ემსხვერპლა

views 836
უკან

მავრიტანიის სანაპიროსთან საქართველოს დროშის ქვეშ მცურავ გემზე გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას და შესაბამის ფოტო-მასალას უკრაინული მედია თვითმხილველებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემების ცნობით, გემი სახელწოდებით „ივან გოლუბეცი“ უკრაინულ მხარეს ეკუთვნის, თუმცა ქართული დროშის ქვეშ გადაადგილდებოდა.

ამ დროის ინფორმაციით, ბორტზე 90 ადამიანი იმყოფებოდა, მათი უმეტესობა რუსეთისა და უკრაინის მოქალაქეები იყვნენ. ხანძრის გაჩენიდან რამდენიმე წუთში ევაკუაცია გამოცხადდა, თუმცა ცეცხლი სწრაფად აალდა და მთელ გემს მოედო. შედეგად გემის თანამშრომელი, ძრავების სპეციალისტი დაიღუპა; არიან დაშავებულებიც.

როგორც უკრაინული პრესა იუწყება, ქართული დროშის ქვეშ მცურავ ხომალდს საწვავი და თევზეული გადაჰქონდა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია.