17.მარტი .2016 15:52

მასწავლებელთა ნაწილი საგნობრივი გამოცდების შედეგების გაპროტესტებას გეგმავს

views 1151
უკან

სკოლის პედაგოგები საგნობრივი გამოცდების შედეგებს გააპროტესტებენ. როგორც "ბიზნესკონტაქტს" ერთ-ერთმა პედაგოგმა განუცხადა, ხვალ 17:00 საათზე გამოცდების ეროვნულ ცენტრში მასწავლებელთა შეკრება იგეგმება, რის მიზეზადაც გამოცდების ხარვეზებით ჩატარება სახელდება. კერძოდ, საუბარია ისტორიის გამოცდაზე.
 
შეგახსენებთ, რომ გამოცდებზე ქსელებში გამოთქმულ მასწავლებელთა კრიტიკას გამოეხმაურნენ თავად ის პედაგოგებიც, რომლებმაც გამოცდაზე მინიმალური ზღვარი ვერ გადალახეს. მათი შენიშვნები ტესტების გაუმართაობასა და გარემო პირობებს უკავშირდება. მასწავლებლები საუბრობენ ტესტების შინაარსის არარელევანტურობაზე. მათი ნაწილი ეჭქვეშ აყენებს შეფასების ჯგუფის საქმიანობასაც და შესაბამისად მათ შეცვლას მოითხოვს.

შეგახსენებთ, რომ პედაგოგთა ბოლო საგნობრივი გამოცდა მიმდინარე წლის იანვარში ჩატარდა, სადაც სულ 10 552 პრაქტიკოსი პედაგოგი დარეგისტრირდა, მათგან ტესტირება 6 477-მა გაიარა, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი კი რომელიც 60%-ით განისაზღვრებოდა, 1 101-მა გადალახა. ანუ საერთო რაოდენობის თითქმის 17%-მა.