მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Massimo Dutti-ის საქართველოს წარმომადგენლობა ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს

5ce3e997e6216
ლიკა გურაბანიძე
21.05.19 16:55
12894
Massimo Dutti-ის საქართველოს წარმომადგენლობა დღეს შემოსავლების სამსახურის მიერ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც BM.GE უცვლელად გთავაზობთ.

„დღეს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ პრესაში გავრცელებულმა ინფორმაციამ თბილისში უკანონოდ ნიშანდებული საქონლის ამოღების შესახებ მოსახლეობაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

ამასთან დაკავშირებით, გვსურს, განვაცხადოთ, რომ ყალბი პროდუქციის ამოღება არ მომხდარა Massimo Dutti-ს ბრენდ-მაღაზიებიდან, არამედ შემთხვევა ერთ-ერთი ინდმეწარმის ლილოში მდებარე საწარმოს ეხებოდა, სადაც ყალბი პროდუქციის კერვა, ეტიკეტირება და რეალიზაცია ხდებოდა.

ფაქტის გამოვლენის შემდეგ საქართველოში Massimo Dutti-ს წარმომადგენლობამ წერილობით ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს თავად მიმართა და ფაქტზე რეაგირება სთხოვა, რის საფუძველზეც ამ უკანასკნელმა მოახდინა ინდმეწარმის მიერ სასაქონლო ნიშნის უკანონო გამოყენების ფაქტის დადგენა და ყალბი პროდუქციის კონფისკაცია.” - აღნიშნულია განცხადებაში.

თბილისში Massimo Dutti-ს პირველი მაღაზია 2012 წელს გაიხსნა. დღესდღეობით, დედაქალაქში არსებული სამივე მაღაზია წარმოადგენს ბრენდის ოფიციალურ ფრანჩაიზ ობიექტს და მათ ოპერირებას უწევს Master Retail Georgia, მოდის საცალო ვაჭრობის საერთაშორისო ჯგუფ Alhokair Fashion Retail-ს წევრი.