20.აპრილი .2016 15:13

მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის 3D პრინტერი რობოტის შექმნას შეძლებს

views 1205
უკან

მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის მეცნიერებმა 3D პრინტერს, Stratasys-ს ახალი ფუნქცია შესძინეს. პრინტერის დანიშნულება რობოტებისათვის მყარი და რბილი მასალის დამზადება იყო. მეცნიერებმა კი გადაწყვიტეს, მექანიზმში აირი დაემატებინათ, რომელიც მოქმედ ჰიდრავლიკას შექმნიდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ამიერიდან პრინტერს უკვე გამზადებული, მწყობრში მყოფი რობოტის შექმნა შეეძლება.

ბატარეისა და ძრავის ჩადგმის შედეგად რობოტი თვითონ ადგება და მოშორდება პრინტერს. Stratasys-ს შეეძლება რობოტისათვის სხეულის მყარი ჩარჩოსა და რბილი, ელასტიური სხეულის ნაწილების შექმნა.

IHUB Tbilisi