29.თებერვალი .2016 11:22

მარტვილის კანიონის სანაოსნო მონაკვეთი იჯარით გაიცემა

views 1609
უკან

დაცული ტერიტორიების სააგენტო 5 წლის ვადით, იჯარით გასაცემად მარტვილის კანიონის კეთილმოწყობილ და საექსპლუატაციოდ გამზადებულ 280-მეტრიან სანაოსნო მონაკვეთს გაიტანს. აუქციონის საწყისი ფასი ყოველწლიური ბრუნვის 5 % იქნება, - აღნიშნულის შესახებ, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა, გიგლა აგულაშვილმა სამეგრელოს რეგიონში განაცხადა. 
 
შეგახსენებთ, რომ მარტვილის კანიონზე ტურისტული ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის მაისში დასრულდება. კანიონზე ვიზიტორთა ცენტრი შენდება. ასევე მიმდინარეობს ტურისტული ბილიკების მოწყობის, ხიდების, ნავმისადგომებისა და ბელვედერის სამშენებლო სამუშაოები. რესტავრაცია უტარდება ქვაში ნაკვეთ დადიანების ისტორიულ კიბესა და წყლის წისქვილს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა