15.აპრილი.2019 11:16
ეკონომიკა

მარტში ექსპორტი 12.3%-ით, $321 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, იმპორტი $104 მილიონით დაეცა

მარტში ექსპორტი 12.3%-ით, $321 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, იმპორტი  $104 მილიონით დაეცა
2019 წლის მარტში საქართველოს ექსპორტმა $321 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2018 წელთან შედარებით 12.3%-ით მეტია.

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის განმავლობაში ექსპორტის მხრივ, ყველაზე აქტიური სწორედ მარტი იყო. 

ამავე ანგარიშის მიხედვით, ქვეყანაში იმპორტის შემცირება შეიმჩნევა. 2018 წლის მარტში საქართველოს იმპორტი $844 მილიონი იყო, 2019 წელს კი, იმპორტი $740 მილიონამდე შემცირდა, რაც $104 მილიონიან კლებას წარმოადგენს. 

მთლიანობაში 2019 წლის იანვარ-მარტში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) $2,807,000,000 აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 0.1%-ით ნაკლებია. აქედან, ექსპორტი $826 მილიონი აშშ დოლარი იყო (12.8 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი $1,98 მილიარდი აშშ დოლარი 4.7%-ით ნაკლები.

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2019 წლის იანვარ-მარტში $1,15 მილიარდი აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.1% შეადგინა.
ავტორი: შოთა ტყეშელაშვილი

24.აპრილი.2019 17:34
53

„ჩაგჩურჩულეს? წერილი მოგწერეს?“, - გოცირიძის კითხვა ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსს

ვრცლად
24.აპრილი.2019 17:18
134

ფინანსური მონიტორინგის სამსახურის პირველი კომენტარი TBC-ზე: ჩვენი ქმედება სწორი იყო

ვრცლად
24.აპრილი.2019 17:00
61

ეკონომიკის სამინისტრო: 2030 წელს ელექტროენერგიაზე მოთხოვნა დაახლოებით, 33%-ით გაიზრდება

ვრცლად
24.აპრილი.2019 16:35
64

ბიზნესომბუდსმენის აპარატი ტრანზიტული საქონლის დაბეგვრის წესის ცვლილებას ითხოვს

ვრცლად
24.აპრილი.2019 16:23
165

"სადისტრიბუციო კომპანიებსა და სავაჭრო ობიექტებს შორის ურთიერთობა რეგულირებადი გახდება"

ვრცლად
24.აპრილი.2019 16:00
80

რატომაა კარგი ყაზახეთიდან ხორბლის იმპორტის დაწყება? - მწარმოებელთა ფედერაციის მოსაზრება

ვრცლად