მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარტში ელექტროენერგიის მოხმარება 2.5%-ით გაიზარდა

5cbdf09800681
დათო ჯალაღონია
22.04.19 22:20
584
ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მონაცემებით, მიმდინარე წლის მარტში საქართველოში 1 მლრდ 143 მლნ 69 ათასი კვტ.სთ ელექტროენერგიის მოხმარება დაფიქსირდა.

აღნიშნული მაჩვენებელი 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემთან (1 მლრდ 115 მლნ 711 ათასი კვტ.სთ) შედარებით, 2.5%-ით მეტია.

ეკონომიკის სამინისტროს საპროგნოზო ბალანსის მიხედვით, რომელიც გასული წლის ბოლოს დამტკიცდა, საერთო ჯამში, 2019 წელს ელექტროენერგიის მოხმარება 14 მლრდ 832,1 მლნ კვტ.სთ-ს მიაღწევს, რაც 2018 წლის მოხმარების მაჩვენებელზე (13 მლრდ 197.8 მლნ კვტ.სთ) დაახლოებით, 11%-ით მეტია.

აღსანიშნავია, რომ ესკო-ს მონაცემებით, მიმდინარე წლის მარტში, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ელექტროენერგიის იმპორტი 23%-ით გაიზარდა და 208.869 მლნ კვტ.სთ შეადგინა.