27.იანვარი .2016 17:31

მარიამ ვალიშვილი: სამი წლის თავზე აზერბაიჯანიდან დამატებითი რესურსი გვექნება

views 1019
უკან

საქართველოს 3 წელში აზერბაიჯანიდან გაზის დამატებითი რესურსი ექნება. როგორც ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ვალიშვილმა "ბიზნესკონტაქტთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველო აზერბაიჯანთან სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას აპირებს, თუმცა მათი ეფექტი მყისიერი ვერ იქნება.
 
"რუსული გაზის მოწოდება ტრადიციულად ხდებოდა და ჩვენი ბაზარი მას ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დაახლოებით 10-12 პროცენტის ფარგლებში მოიხმარდა. დღეს ჩვენ ამ გაზს ვიღებთ და რუსული გაზის მიღებას განვაგრძობთ იქიდან გამომდინარე, რომ სეზონური დეფიციტი გვაქვს. ფაქტია რომ ჩვენს გაზის ბალანსში რუსული გაზის მონაწილეობა წლების განმავლობაში გრძელდებოდა და მინიმალური წილი ამ გაზის, სავარაუდოდ დარჩება, სანამ გენერალურად არ შეიცვლება გაზის ბაზარზე სიტუაცია.

დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ და ძალიან კარგი იქნება ის, რომ დაახლოებით სამი წლის თავზე ჩვენ გვექნება დამატებითი რესურსები უკვე აზერბაიჯანიდან. პლიუს ამას გაზსაცავი და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლის განხორციელებასაც ჩვენ ვაპირებთ, მათ შორის აზერბაიჯანთან ერთად, იძლევა უფრო დაცულობის სტატუსს გარკვეული პერიოდის განმავლობაში. ბუნებრივია, ამას მყისიერი ეფექტი არ ექნება.

რუსეთთან დღევანდელი საუბრებს, როგორც ტრანზიტთან მიმართულებით, ასევე გაზის მოწოდებასთან დაკავშირებით, საკმაოდ მინიმალური ინტერვენციის სტატუსი აქვს ჩვენს ბაზარზე, ანუ ამით წილი არავითარ შემთხვევაში არ გაიზრდება. ჩვენ ვსაუბრობთ ერთწლიან კონტრაქტზე“, - განაცხადა ვალიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა