18.თებერვალი .2016 16:59

მარიამ ვალიშვილი: აფხაზეთის მოსახლეობა ძალიან კრიტიკული სიტუაციის წინაშე აღმოჩნდა

views 1169
უკან

"გადაწყვეტილება, რომელიც გუშინ მინისტრის მეშვეობით გახმაურდა, მოკლევადიანია", - განაცხადა გადაცემაში "ბიზნესკონტაქტი" ენერგეეტიკის მინისტრია მოადგილე, მარიამ ვალიშვილმა. მისი თქმით, სახელმწიფო ენგურის უსაფრთხო ოპერირების კუთხით მუშაობს, რის შემდეგაც გრძელვადიანი სტრატეგიის განხილვა დაიწყება.
 
"ძალიან კრიტიკული სიტუაციის წინაშე აღმოჩნდა აფხაზეთის მოსახლეობა. ჰიდროლოგიამ ვერ უზრუნველყო სათანადო წყლის რესურსის დაგროვება ჯვრის წყალსაცავში და დღის წესრიგში დადგა საერთოდ ელექტრომომარაგების გათიშვა აფხაზეთის მიმართულებით, თუ ბუნებრივია სხვა წყაროები არ მოიძებნებოდა. ჩვენ მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება იმისთვის, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში ამ პრობლემის დაბალანსების შესაძლებლობა ჩვენს თავზე აგვეღო, მაგრამ ეს ძალიან კომპლექსური საკითხია. დიდი ინვესტიციაა განსახორციელებელი ენგურის ჰიდროელექტროსადგურში.

საერთაშორისო საპროექტო ორგანიზაციებთან ერთად, ენგურის უსაფრთხო ოპერირების მიმართულებას ვამუშავებთ. ამის შემდეგ განიხილება გრძელვადიან სტრატეგიაში რა კონტრიბუციას აკეთებს საქართველო იმისთვის, რომ მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილება გაგრძელდეს, როგორც საქართველოში, აფხაზეთის ჩათლით და რა გამოწვევებია უსაფრთხო ოპერირების თვალსაზრისით", - განაცხადა მარიამ ვალიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა