15.მაისი.2019 21:00
ეკონომიკა

"მარიამ ქვრივიშვილი საუბრობს ბევრად უფრო ლამაზად, ვიდრე - გიორგი ჩოგოვაძე"

"მარიამ ქვრივიშვილი საუბრობს ბევრად უფრო ლამაზად, ვიდრე - გიორგი ჩოგოვაძე"
“ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი საუბრობს ბევრად უფრო ლამაზად, ვიდრე - მისი წინამორბედი გიორგი ჩოგოვაძე“, - ამის შესახებ კომპანია „გუდაური ჰელისკის“ დამფუძნებელმა ვატო ასათაშვილმა გადაცემა „საქმიან დილაში“ განაცხადა და აღნიშნა, რომ მარიამ ქვრივიშვილი სხვადასხვა მიმართულებებზე სწორ აქცენტებს აკეთებს, თუმცა საუბარი საუბრადვე რჩება.

„მარიამ ქვრივიშვილის თქმით, ქვეყანაში უნდა შეიქმნას ტურიზმის კრიზისების მართვის გეგმა, რაც ვფიქრობ, რომ ძალიან კარგია, თუმცა რამდენად გვექნება აღნიშნული გეგმა, სწორედ ეს არის საკითხავი. საუბარს კი, მნიშვნელობა არ აქვს თუ მას შედეგად რაიმე კონკრეტული ნაბიჯები არ მოჰყვა. ასევე მარიამმა განაცხადა, რომ მენეჯმენტი უნდა შეიცვალოს და სახელმწიფო უნდა გადავიდეს კერძო სექტორთან აქტიურ თანამშრომლობაზე, თუმცა რეალურად, ნარატივი ნარატივად რჩება, ხოლო სამუშაო მეთოდიკიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ტურიზმის პოლიტიკაში და ხედვებში არაფერი იცვლება“, - განაცხადა ვატო ასათაშვილმა.

„გუდაური ჰელისკის“ დამფუძნებლის თქმით, იმისათვის, რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია იყოს ქმედითი აღმასრულებელი ორგანიზაცია, საჭიროა რეფორმა და ცვლილებები.

„დღეს კი, ის იგივე ხაზს მიჰყვება, რისი კეთებაც 2005 წელს დაიწყო და იცვლება მხოლოდ ბიუჯეტის განკარგვის მეთოდები და სახელები და გვარები“, - აღნიშნა ასათაშვილმა.
ავტორი: მარიამ ადამია

24.აგვისტო.2019 20:20
175

კოჯორში ახალგაზრდული სოფლის დაპროექტებაზე მერია 220 338 ლარს დახარჯავს – მეორე ტენდერი

ვრცლად
24.აგვისტო.2019 19:29
140

ახალსოფელთან ტყეში ხანძრის ადგილზე ტექნიკის შესაყვანად გზა გაიჭრება

ვრცლად
24.აგვისტო.2019 18:10
164

წელს ქართული ნივრის ერთადერთი საექსპორტო ბაზარი რუსეთია

ვრცლად
24.აგვისტო.2019 17:15
1768

"აწარმოე საქართველოში" მცირე გრანტების პროექტს შემოდგომაზე განაახლებს – დაფინანსება 30 000 ლარი

ვრცლად
24.აგვისტო.2019 16:50
1366

Ryanair–ის პილოტები გაფიცვას გეგმავენ

ვრცლად
24.აგვისტო.2019 15:30
337

მინსკში "ქართული სახლი" გაიხსნა

ვრცლად