11.ივლისი .2019 18:20

მარიამ ქვრივიშვილი საქართველოზე Conde Nast Traveler-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას ეხმაურება

views 496
უკან

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მარიამ ქვრივიშვილის აზრით, Conde Nast Traveler-ზე გამოქვეყნებულ სტატიას მილიონობით ადამიანი წაიკითხავს და საქართველოში მოგზაურობის სურვილი ბევრ მათგანს გაუჩნდება.

საქამე იმაშია, რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კამპანიის ფარგლებში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სამოგზაურო ჟურნალი Conde Nast Traveler სტატიას აქვეყნებს და მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით, Conde Nast Traveler-ის ჟურნალისტმა საქართველოში იმოგზაურა და ქვეყნის ტურისტულ მიმართულებებს გაეცნო.
სტატიაში აღწერილია საქართველოს მთიანი რეგიონები, შავი ზღვისპირა კურორტები და ძველი თბილისის უბნები. სტატიის ავტორი თბილისის ღამის ცხორებას ბერლინს ადარებს.

„Conde Nast Traveler მსოფლიო დონის უმაღლესი პლატფორმაა ზოგადად სამოგზაურო მიმართულებით, ამ შემთხვევაში ჩვენ ძირითადი აქცენტი ბრიტანეთის ბაზარზე გავაკეთეთ, პლატფორმასთან ერთად ბევრი ვიმუშავეთ სწორი მესიჯების გამოსატანად - იმ 10 ლოკაციის და 10 მიზეზის იდენტიფიცირების შესახებ თუ რატომ უნდა იმოგზაურონ ადამიანებმა საქართველოში.

ბუნებრვია, ჩვენი ძირითადი მესიჯები ეხება იმას, რომ საქართველო არის ღვინის სამშობლო, ამასთანავე გამორჩეული ქვეყანა თავისი სტუმარმასპინძლობით და რომ საქართველო არის, იყო და იქნება უსაფრთხო ტურისტული მიმართულება.

აღნიშნული სტატია გამოცემიდან რამდენიმე საათში უკვე ნახა ათიათასობით ადამიანმა, პლატფორმიდან გამომდინარე, ჩვენ დიდი მოლოდინი გვაქვს, რომ მომდევნო პერიოდის განმავლობაში მილიონობით ადამიანი წაიკითხავს Conde Nast Traveler -ის სტატიას და გაუჩნდება სურვილი რომ იმოგზაურონ საქართველოში“, - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა